სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ბაღებსა და სკოლებში სასწავლო პროცესი განახლდა

საქართველოს საგანმანათლებლო დაწესებულებებში დღეიდან სასწავლო პროცესი განახლდა. განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს რეკომენდაციის საფუძველზე, სწავლის დაწყებამდე შენობებში სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, სასწავლო დაწესებულებებს რეკომენდაციით მიმართა, სასწავლო პროცესის აღდგენის შემდეგაც, სისტემატურად დაიცვან სრული სისუფთავე, დალაგდეს სველი წესით საკლასო ოთახები და დერეფნები, შესაბამისი ხსნარებით გაიწმინდოს მერხები, სკამები და სასკოლო ინვენტარი. სკოლებმა უზრუნველყონ სკოლის ექიმების სრულფასოვანი ჩართულობა პრევენციული ღონისძიებების განხორციელებისას და დაიცვან ყველა ის რეკომენდაცია, რაც დაავადების თავიდან ასცილებას უკავშირდება და რომელსაც ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციისა და საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი გასცემს.

გრიპის ვირუსის გამო საქართველოს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლა ერთი კვირის დაგვიანებით განახლდა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100