სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მამაკაცმა ყოფილ ცოლს დანით მრვალობითი დაზიანებები მიაყენა, რადგან ის მეორედ გათხოვებას აპირებდა

აზერბაიჯანის სოფელ საბუნჩის მცხოვრებმა ჯეიჰუნ მამედოვი ყოფილ ცოლს ჰათირ ბილალზადს ქუჩაში თავს დაესხა და დანით მრავლობითი ჭრილობა მიაყენა. როგორც ადგილობრივ პოლიციაში აცხადებენ, ის ჰათირს სახლთან ჩაუსაფრდა და როდესაც გოგო გარეთ გამოვიდა, მომენტით ისარგებლა, შემდეგ კი მიმალვა სცადა. ჰათირი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ინტენსიურ თერაპიას გადის. მისი დმგომარეობა ამ დრომდე მძიმეა. მამედოვი პოლიციის მიერ ოპერატიულად იქნა აყვანილი. გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობით მიმდინარეობს. როგორც სამართალდამცველები აცხადებენ, ჯიეჰუნმა ყოფილი ცოლის მკვლელობა ეჭვიანობის ნიადაგზე სცადა, რადგან ჰათირი სულ მალე მეორედ აპირებდა ოჯახის შექმნას.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100