სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

სასიცოცხლო მნიშვნელობის ობიექტები ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი

ძლიერი ქარის გამო, დღეს 07:00 საათზე "თელასის" კუთვნილი 110 კილოვოლტიანი გადამცემი ხაზები დაზიანდა. დაზიანებულია ხაზები, რომლებიც ელექტროენერგიას ქვესადგურებს "დიღომი-1" და "დიღომი-2" აწვდიან.
დაზიანების გამო ელექტროენერგიის მიწოდება დიდი დიღმის და დიღმის მასივის ნაწილს შეუწყდა. სულ გათიშულია 23 800 აბონენტი, მათ შორის მოსახლეობა და სასიცოცხლო მნიშვნელობის ობიექტები, კერძოდ, დიღომში მდებარე საავადმყოფოები, ტელეკომპანია "იმედი", საქალაქო და სააპელაციო სასამართლოები, თბილისის პოლიციის მთავარი სამმართველო, საპატრულო პოლიცია და ამერიკის საელჩო.
სს "თელასის" საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის ვალერი ფანცულაიას ინფორმაციით, ამჟამად კომპანიის საავარიო სამსახური გადამცემი ხაზების აღდგენით სამუშაოებს ახორციელებს.
მისივე თქმით, ეს პროცესი სავარაუდოდ დღის მეორე ნახევარში დასრულდება, რის შემდეგაც აბონენტებს ელექტრომომარაგება სრულად აღუდგება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100