დღეს, ქვეყანაში COVID-19-ით ინფიცირების 448 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
საქართველოში COVID-19-ით ინფიცირების 448 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ინფიცირების დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობა 6640-მდე გაიზარდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია განთავსდა მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებგვერდზე.
stopcov.ge-ის მონაცემებით, დღეისათვის ქვეყანაში COVID-19-ის 6640 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის გამოჯანმრთელებულია 3419 პაციენტი, ხოლო გარდაიცვალა - 39.
კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5392 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ -836. კოვიდ სასტუმროში მყოფი პირები - 1100.
უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეების რაოდენობა კი შეადგენს - 41.
კომენტარი