სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

გარდაიცვალა ანტივაქსერების სექტის ცნობილი წარმომადგენელი...9 დღის წინ ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომ კოვიდი ჩვეულებრივი გრიპია – გიორგი ფხაკაძე

ჯანდაცვის სფეროს ექსპერტი გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში ანიტივაქსერი კაცის შესახებ წერს, რომელიც დღეს გარდაიცვალა.

„ნებისმიერი ადამიანის გარდაცვალება ტრაგედიაა. დღეს გარდაიცვალა ანტივაქსერების სექტის საკმაოდ ცნობილი წარმომადგენელი ბრიტანეთიდან.

ეს პიროვნება საკმაოდ განათლებული იყო (კემბრიჯი დაამთავრა), არანაირი ქრონიკული დაავადება არ ჰქონდა, და, სხვათა შორის, 9 დღის წინ ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომ კოვიდი ჩვეულებრივი გრიპია და საერთოდ არ არის საშიში.

დაუჯერეთ დარგის სპეციალისტებს! ოქსფორდის და კემბრიჯის განათლება და ამერიკაში თუ გერმანიაში ცხოვრება არ ნიშნავს იმას, რომ “ყველაფერი იცი”.

მე ვცდილობ, ყოველთვის გითხრათ სწორი და გადამოწმებული ინფორმაცია. ანტივაქსერების სექტა კი ცდილობს თქვენზე მანიპულაციას და გავლენის გაზრდას. ფაქტი ერთია – “ტყუილს მოკლე ფეხები აქვსო”, დედაჩემი ასე ამბობდა… არაერთი “ანტივაქსერი” უკვე ან კოვიდით გარდაიცვალა, ან ვირუსი გადაიტანა და არიან მძიმე მდგომარეობაში. მათ კი ისწავლეს “ჭკუა”, მაგრამ ამდენი ადამიანის “გონების მოწამვლას” მოჰყვება მრავალი რეალური სიკვდილი და ინვალიდობა.

ფაიზერის ვაქცინას უკუჩვენება არ აქვს (საქართველოში 10-მდე ადამიანს თუ ექნება).

დაიცავით თქვენი თავი და დაიცავით საქართველო. ანტივაქსერების სექტა არის ისევე საშიში, როგორც კომუნისტების სექტა,“ – წერს გიორგი ფხაკაძე.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100