სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

10 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერ­ძი

ხელ­საყ­რე­ლი დღეა პარტნი­ო­რებ­თან კონ­ტაქ­ტე­ბი­სა და პერ­სპექ­ტი­უ­ლი იდე­ე­ბის რე­ა­ლი­ზა­ცი­ის­თვის, პრინ­ცი­პუ­ლი მოქ­მე­დე­ბის­თვის მა­ტე­რი­ა­ლუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბის გა­სამ­ყა­რებ­ლად. რა­საც არ უნდა მო­კი­დოთ ხელი, ყვე­ლა­ფერ­ში წარ­მა­ტე­ბა გე­ლით, თუმ­ცა თქვე­ნი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი უსა­ზღვრო არაა. ეცა­დეთ, ყუ­რა­დღე­ბა პრი­ო­რი­ტე­ტებ­ზე გა­ა­მახ­ვი­ლოთ.


კურო

მო­სა­ლოდ­ნე­ლია ოჯა­ხუ­რი საქ­მე­ე­ბი ან პრობ­ლე­მე­ბი ახ­ლო­ბელ ადა­მი­ა­ნებ­თან. მო­გი­წევთ სა­კუ­თა­რი ორ­გა­ნი­ზა­ტო­რუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის სრუ­ლად გა­მოვ­ლე­ნა გა­რე­მო­ე­ბებ­თან შე­გუ­ე­ბა. ხელ­საყ­რე­ლი დღეა შო­პინ­გის­თვის. შე­გიძ­ლი­ათ, თა­მა­მად შე­ი­ძი­ნოთ სა­სურ­ვე­ლი ნივ­თი, შეც­ვა­ლოთ სახ­ლის ინ­ტე­რი­ე­რი და და­ი­წყოთ რე­მონ­ტი.


ტყუ­პე­ბი

გეჩ­ვე­ნე­ბათ, რომ ახალ პრო­ექტთან და­კავ­ში­რე­ბულ­მა პრობ­ლე­მებ­მა შე­იძ­ლე­ბა მთე­ლი შრო­მა წყალ­ში ჩა­გი­ყა­როთ. შე­საძ­ლოა, ნერ­ვი­უ­ლო­ბის გამო მოვ­ლე­ნებ­ზე არა­ა­დეკ­ვა­ტუ­რად რე­ა­გი­რებთ. თუ ამ და­ძა­ბულ პე­რი­ოდს გა­და­ლა­ხავთ, მე­გობ­რებ­თან სკან­დალ­სა და უსი­ა­მოვ­ნე­ბებს თა­ვი­დან აი­ცი­ლებთ, წარ­მა­ტე­ბა გა­რან­ტი­რე­ბუ­ლი გაქვთ.


კირჩხიბი

­ხელ­საყ­რე­ლი დღეა შო­პინ­გის­თვის. შე­გიძ­ლი­ათ, და­ი­წყოთ სა­სურ­ვე­ლი ნივ­თე­ბის შე­ძე­ნა და სახ­ლის გა­რე­მონ­ტე­ბა. დღის მე­ო­რე ნა­ხე­ვარ­ში მო­სა­ლოდ­ნე­ლია გარ­კვე­უ­ლი გა­უ­გებ­რო­ბე­ბი სა­სიყ­ვა­რუ­ლო და პარტნი­ო­რულ ურ­თი­ერ­თო­ბებ­ში.


ლომი



შე­სა­ფე­რი­სი დღეა მოღ­ვა­წე­ო­ბის ახა­ლი სფე­როს მო­სა­ძი­ებ­ლად. შე­სა­ნიშ­ნა­ვი დროა მა­ტე­რი­ა­ლუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბის­თვის. რა­საც არ უნდა მო­კი­დოთ ხელი, ყვე­ლა საქ­მე­ში წარ­მა­ტე­ბა გე­ლით, თუმ­ცა ეცა­დეთ, სა­კუ­თა­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი რე­ა­ლუ­რად შე­ა­ფა­სოთ - ისი­ნი უსა­ზღვრო არ გახ­ლავთ. უარს ნუ იტყვით მე­გობ­რე­ბის დახ­მა­რე­ბა­ზე. მო­სა­ლოდ­ნე­ლია შე­ტყო­ბი­ნე­ბა, რო­მე­ლიც მკვეთ­რად შეც­ვლის მდგო­მა­რე­ო­ბას.


ქალ­წუ­ლი

ნე­გა­ტი­უ­რი პე­რი­ო­დი და­სას­რულს უახ­ლოვ­დე­ბა. გირ­ჩევთ, ეს დღე პი­რად საქ­მე­ებს, სახ­ლის კე­თილ­მო­წყო­ბა­სა და ნაკ­ვეთ­ში მუ­შა­ო­ბას მი­უ­ძღვნათ. თუ ამ და­ძა­ბუ­ლი პე­რი­ო­დის გა­და­ლახ­ვას შეძ­ლებთ და მე­გობ­რებ­თან სკან­დალს თა­ვი­დან აი­ცი­ლებთ, წარ­მა­ტე­ბა გა­რან­ტი­რე­ბუ­ლი გაქვთ.


სას­წო­რი

გარ­და­სახ­ვის დღეა. მო­სა­ლოდ­ნე­ლია ბე­დის უე­ცა­რი შე­მობ­რუ­ნე­ბა. ფრთხი­ლად იყა­ვით. ერი­დეთ სა­რის­კო მოქ­მე­დე­ბებ­სა და შო­პინგს. ბოლო რამ­დე­ნი­მეთ­ვი­ა­ნი და­ძა­ბუ­ლი შრო­მის შე­დე­გად მო­სა­ლოდ­ნე­ლია ფი­ნან­სუ­რი წარ­მა­ტე­ბა.


მო­რი­ე­ლი

ეს დღე ექ­სტრე­მა­ლუ­რი სი­ტუ­ა­ცი­ე­ბი­თაა სავ­სე. შე­იმ­ჩნე­ვა წინა დღე­ე­ბის ნე­გა­ტი­უ­რი ტენ­დენ­ცი­ე­ბის უსი­ა­მოვ­ნო გავ­ლე­ნა. აკონ­ტრო­ლოთ სა­კუ­თა­რი ემო­ცი­ე­ბი და შე­ი­ნარ­ჩუ­ნეთ ში­ნა­გა­ნი სიმ­შვი­დე. სა­სურ­ვე­ლია მსუ­ბუ­ქი ფი­ზი­კუ­რი დატ­ვირ­თვა და წყლის პრო­ცე­დუ­რე­ბი.


მშვილ­დო­სა­ნი

ხელ­საყ­რე­ლი დღეა მოგ­ზა­უ­რო­ბის­თვის, ქორ­წი­ნე­ბის­თვის და გა­რი­გე­ბის და­დე­ბის­თვის. გა­მო­რი­ცხუ­ლი არაა, რომ ყვე­ლა­ზე სა­ნუკ­ვა­რი ოც­ნე­ბა აის­რუ­ლოთ. ვარ­სკვლა­ვე­ბი წარ­მო­უდ­გენ­ლად მო­გე­ბი­ან წი­ნა­და­დე­ბას გპირ­დე­ბი­ან.


თხის რქა

ეცა­დეთ, ეს დღე პი­რად საქ­მე­ებს მი­უ­ძღვნათ. ხელ­საყ­რე­ლი დღეა სახ­ლის რე­მონ­ტი­სა და კე­თილ­მო­წყო­ბის­თვის. გირ­ჩევთ, სა­კუ­თა­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი კარ­გად შე­ა­ფა­სოთ და უი­მე­დო პრო­ექ­ტებ­ზე ნაკ­ლე­ბი დრო და­ხარ­ჯოთ. გა­ით­ვა­ლის­წი­ნეთ, რომ ყვე­ლა საქ­მის ერ­თდრო­უ­ლად გა­კე­თე­ბას მა­ინც ვერ მო­ას­წრებთ. ყუ­რა­დღე­ბა მი­აქ­ცი­ეთ ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბას, გან­სა­კუთ­რე­ბით სწორ კვე­ბას. ერი­დეთ ალ­კოჰო­ლურ სას­მე­ლებს.


მერ­წყუ­ლი

მძი­მე დღეა. შე­საძ­ლოა, ბევ­რი მუ­შა­ო­ბა მო­გი­წი­ოთ, რაც სი­ხა­რულ­სა და კმა­ყო­ფი­ლე­ბას არ მო­გა­ნი­ჭებთ. სა­ღა­მოს, შე­უს­რუ­ლე­ბე­ლი და­პი­რე­ბე­ბის გამო მო­სა­ლოდ­ნე­ლია უსი­ა­მოვ­ნო გა­უ­გებ­რო­ბე­ბი. ახალ წი­ნა­და­დე­ბებ­სა და ძველ პო­ზი­ცი­ებს შო­რის არ­ჩე­ვა­ნის გა­კე­თე­ბა გი­ჭირთ. ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად იქ­ნე­ბა, თუ ფრთხი­ლად და წინ­და­ხე­დუ­ლად იმოქ­მე­დებთ.


თევ­ზე­ბი

ამ დღემ შე­საძ­ლოა, წინა თვე­ე­ბის პრობ­ლე­მე­ბი გა­ამ­წვა­ვოს. დი­დია კონ­ფლიქ­ტუ­რი სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის ალ­ბა­თო­ბა. შე­დე­გად, შე­საძ­ლოა, დიდი ხნით აღ­მოჩ­ნდეთ არა­კე­თილ­სინ­დი­სი­ე­რი ადა­მი­ა­ნე­ბის გავ­ლე­ნის ქვეშ. გა­ით­ვა­ლის­წი­ნეთ, რომ და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბის მთა­ვა­რი პი­რო­ბა ში­ნა­გა­ნი თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლო­ბა, თან­მიმ­დევ­რუ­ლი მოქ­მე­დე­ბე­ბი და სა­კუ­თა­რი პო­ზი­ცი­ე­ბის დაც­ვა იქ­ნე­ბა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100