სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

სამმა მამაკაცმა გოგონა ჯერ გააუპატიურა, შემდეგ კი სასტუმროს ფანჯრიდან გადააგდო

შემთხვევა პეტერბურგში მოხდა - სამართალდამცველებმა სამი მამაკაცი დააკავეს, მათ შორის ყველაზე ახალგაზრდა 19 წლისაა, დანარჩენები კი 25 წელს მიღწეულები არიან.

სანკტ-პეტერბურგის ერთ-ერთი სასტუმროს მიმდებარედ ყაზახელი 25 წლის გოგონა იპოვნეს, რომელსაც ძლიერი ტრავმები ჰქონდა მიღებული და სუნთქვა უჭირდა. როგორც აღმოჩნდა, გოგონა სასტუმროში იყო დაბინავებული, სადაც ის სამმა ახალგაზრდა მამაკაცმა ჯერ გააუპატიურა, შემდეგ კი ფანჯრიდან გადმოაგდო - ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

ინციდენტი 4 აგვისტოს, სასტუმრო „თეთრ ღამეებში“ მოხდა. გამოძიების თავდაპირველი ვერსიით შემთხვევამდე რამდენიმე საათით ადრე გოგონა მამაკაცებთან ერთად ალკოჰოლურ სასმელს სვამდა, მეორე ვერსიით კი ის ძალით შეიყვანეს ნომერში, სადაც მასზე იძალადეს. გაუპატიურების შემდეგ ნასვამმა ახალგაზრდებმა გოგონა მესამე სართულის ფანჯრიდან გადმოაგდეს.

ამჟამად დაშავებული ალექსანდროვის სახელობის საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100