სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ბრინჯის და გოგრის ფაფა

მასალა:

გოგრა - 800 გრამი

ბრინჯი - 350 გრამი

კარაქი - 70 გრამი

რძე - 1 ლიტრი

შაქარი და მარილი - გემოვნებით

გოგრის ნაჭრები ნახევრად მოვხარშოთ რძეში. მარილწყალში ასევე ნახევრად მოვხარშოთ ბრინჯი. ნახევრადმოხარშული ბრინჯი გადავიტანოთ ქვაბში, რომელშიც გოგრა იხარშება და განვაგრძოთ მათი ერთად ხარშვა. ჩავამატოთ კარაქი, მარილი, შაქრის ფხვნილი და მივიტანოთ სუფრაზე.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100