საქართველოს ბანკი და საქართველოს ფოსტა ერთობლივი პროექტის განხორციელების შესახებ აცხადებენ
თბილისი, 1 დეკემბერი, 2016 - საქართველოს ბანკმა, საქართველოს წამყვანმა ბანკმა და საქართველოს ფოსტამ განაცხადეს ერთობლივი პროექტის განცორციელების თაობაზე. პროექტი, რომელიც დეკემბრის დასაწყისში იწყება, ეფუძნება საქართველოში უკვე კარგად ნაცნობ საახალწლო ტრადიციას- „იდუმალი სანტა“ (შეცრეტ შანტა). პროექტის ფარგლებში, საქართველოს მასშტაბით, ნებისმიერ ადამიანს შეეძლება გახდეს „იდუმალი სანტა“ - გააგზავნოს და მიიღოს საჩუქარი.
„მოხარული ვართ, რომ შესაძლებლობა გვეძლევა ვითანამშრომლოთ ისეთ საფოსტო ოპერატორთან, როგორიცაა საქართველოს ფოსტა, ერთობლივად გავუხალისოთ მომხმარებელს ახალი წელი და სრულიად ახალი გამოცდილება შევთავაზოთ“, განაცხადეს საქართველოს ბანკში.
„ჩვენთვის სასიხარულოა, რომ საქართველოს ფოსტა მონაწილეობს საქართველოსთვის უპრეცედენტო პროექტში, რომელიც შესაძლებლობას აძლევს მომხმარებელს გახდეს მასშტაბური საახალწლო თავგადასავლის მონაწილე. საქართველოს ფოსტა მხარდაჭერას გაუწევს პროექტში ჩართულ ყველა „იდუმალ სანტას“, რათა უზრუნველყოს მათი საჩუქრის ადრესატამდე მიტანა“, განაცხადეს საქართველოს ფოსტაში.
კომენტარი