საქართველოს სუვერენიტეტის მხარდაჭერა და კრიტიკა რუსული კანონის გამო - ეუთოს საპარლამენტო რეზოლუციას "ოცნებამ" მხარი არ დაუჭირა
რუსული სტილის კანონი, ფაქტობრივად, ძირს უთხრის დემოკრატიას საქართველოში, ახშობს დამოუკიდებელ სამოქალაქო საზოგადოებას და მედიას, რეპრესიულს ხდის სამთავრობო აპარატს. ეს ყველაფერი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციაში წერია, რომლის ერთი ნაწილიც საქართველოს ეხება.
დოკუმენტში ივანიშვილის რეჟიმი კრიტიკის ქარცეცხლშია გატარებული, თუმცა სრულ მხარდაჭერას უცხადებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერინიტეტს და რუსეთისგან მოითხოვს ჯარების გაყვანას საქართველოდან.
გამოხატავს სერიოზულ შეშფოთებას კრემლის მიერ მხარდაჭერილი და თანმიმდევრული ძალისხმევის მიმართ, რომელიც ძირს უთხრის საქართველოს მყიფე დემოკრატიას და ძირს უთხრის საქართველოს მოსახლეობის ევროატლანტიკურ არჩევანს საქართველოს ამჟამინდელი მთავრობის მიერ ანტიდემოკრატიული მოქმედებების გზით. კაონდებლობა და პოლიტიკა, მათ შორის რუსული სტილის გამჭვირვალობის კაანონის დამტკიცება , ძირს უთხრის ადამინაის უფლებებს და არაპროპორციულად ზღუდავს ძირითად თავისუფლებას, რაც არის გამოხატვიოს თავისუფლება. მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას შეწყვიტონ თავდასხმა სამოქალაქო საზოგადოებაზე , თავისუფალ მედიაზე, აქტივისტებზე და კანონიერ მომიტინგეებზე , რომლებიც ატარებს ყველა ნიშანს გააფართოვოს რუსული ჰიბრიდული ოპერაცია, - ნათქვამია რეზოლუციაში.
საქართველოს მხარდამჭერ რეზოლუციას ხმა "ქართულმა ოცნებამ" არ მისცა. თავდაპიურველად ოლიგარქის პარტია სადავო ფორმულირებას აპროტესტებდა, თუმცა ეს ნაწილი ეუთომ დოკუმენტიდან საერთოდ ამოიღო. ამის მიუხედვად, "ოცნების" დეპუტატებმა დოკუმენტსხმა მაინც არ მისცე.
კომენტარი