ვლადიმერ იმნაძე: ბოლო დღეების განმავლობაში დავდექით სამხედრო მოსამსახურეებისთვის შეურაცხმყოფელი რეალობის წინაშე
„ბოლო დღეების განმავლობაში დავდექით სამხედრო მოსამსახურეებისთვის შეურაცხმყოფელი რეალობის წინაშე. რიგი პოლიტიკური ძალების მხრიდან მიზანმიმართულად მიმდინარეობს საქართველოს შეიარაღებული ძალების პოლიტიზებისა და მდინარე პროცესებში ჩართვის მცდელობა. ჩვენ, ქართველი სამხედროები, ვეტერანები, ოფიცრები, ჩვენი ქვეყნის რიგითი ჯარისკაცები, რომლებიც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის გამართულ ბრძოლებში – აფხაზეთში, სამაჩაბლოში, 2008 წლის აგვისტოს ომში, ქვეყანას საკუთარი სიცოცხლის ფასად ვიცავდით, არ დავუშვებთ, რომ ქართული ჯარი ვინმემ საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენოს.
ჩვენო თანამებრძოლებო, ნურავის მისცემთ თქვენი სამხედრო მუნდირი, დაღუპული გმირების ხსოვნის პოლიტიკურ იარაღად გამოყენების საშუალებას. ნურავის მისცემთ შეიარაღებულ ძალებში დაპირისპირების გაღვივების უფლებას.
ქართული ჯარი ყოველთვის ემსახურებოდა სამშობლოსა და საკუთარი ხალხის ინტერესებს. ქართული შეიარაღებული ძალები არა რომელიმე პოლიტიკური ძალის სამსახურში, არამედ ქვეყნის სადარაჯოზე დგას და ყოველთვის ასე დარჩება“, – განაცხადა გიორგი სურმავამ.
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი ვლადიმერ იმნაძე აცხადებს, რომ ამ განცხადებით გენერალ დევი ჭანკოტაძეს გამოეხმაურნენ.
„დღევანდელი განცხადება მოყვა იმ ქმედებებს, რაც ჩვენ დავინახეთ ბოლო დღეებში. კერძოდ, გენერალ დევი ჭანკოტაძის განცხადებას, რომელიც პირდაპირ იყო მოწოდება პოლიტიკურ პროცესებში ძალისმიერ ჩარევაზე. ამას ჩვენ, სამხედროები, ვეტერანები, გენერლები ვემიჯნებით და მიგვაჩნია, რომ ადამიანმა თავისი პოლიტიკური ნება უნდა გამოხატოს საარჩევნო უბანში“, – განაცხადა ვლადიმერ იმნაძემ
კომენტარი