სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

10 თვის ჩვილის გარდაცვალებას ჯანდაცვის სამინისტრო შეისწავლის

ჯანდაცვის სამინისტროს რეგულირების სააგენტო გორის დედათა და ბავშვთა საავადმყოფოში ათი თვის ჩვილის გარდაცვალების საქმის შესწავლას იწყებს. გამოძიება უკვე დაწყებულია.

ბავშვი კლინიკაში სოფელ ქერედან მაღალი სიცხით გადაიყვანეს. როგორც ოჯახის წევრები ყვებიან, ბავშვს მიყვანისთანავე ექიმებმა ინექცია გაუკეთეს, რის შემდეგაც ჩვილი რამდენიმე საათში გარდაიცვალა.

10 თვის ჩვილის ცხედარს ექსპერტიზა უკვე ჩაუტარდა. ბავშვის ოჯახის წევრები ექიმებს უნდობლობას უცხადებენ და დამოუკიდებელ ექსპერტიზას ითხოვენ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100