აგრარულ უნივერსიტეტს ავტორიზაციას მიანიჭებენ
აგრარულ უნივერსიტეტს ავტორიზაციას მიანიჭებენ. განათლების მინისტრი ადასტურებს, რომ უმაღლესმა სასწავლებელმა ხარვეზები გამოასწორა.
განცხადება გიორგი მარგველაშვილმა დიპლომატიური
კორპუსისა და არასამთვრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ
გააკეთა.
მარგველაშვილი განმარტავს, რომ გადაწყვეტილება არ გაბათილდება, მაგრამ
ავტორიზაციის საბჭო ხელახლა შეიკრიბება და საკითხს განიხილავს.
ახალი განცხადების შემდეგ, ჯერჯერობით უცნობია სტუდენტების პოზიცია, რომლებიც
დილიდან განათლების სამინისტროსთან აქციას გეგმავდნენ. საინიციატივო ჯგუფის
წევრები აცხადებდნენ, რომ ავტორიზაციის შეჩერების შესახებ გადაწყვეტილება უნდა
გაბათილდეს, რადგან დასახელებული ხარვეზები გამოსწორებულია.
კომენტარი