სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

დიდ ბრიტანეთში 3 წლის ბიჭუნას ალკოჰოლიზმის დიაგნოზი დაუსვეს

დიდი ბრიტანეთის ერთ-ერთ ჰოსპიტალში მოხვედრილი სამი წლის ბიჭუნას საშინელი და დაუჯერებელი დიაგნოზი დაუსვეს: ის ალკოჰოლიზმითაა ავად. ექიმები ვარაუდობენ, რომ ბასშვი უკვე 6 თვეზე მეტია, უკონტროლოდ სვამს. ამაში დამნაშავე კი მისი მშობლები არიან, რომლებმაც სპირტიანი სასმელები ბავშვისთვის ხელმისაწვდომ ადგილას დატოვეს.

3 წლის ალკოჰოლიკი სხვადასხვა ანგარიშში მოხვდა, მაგრამ ბავშვისა და მისი მშობლების ვინაობა არ დასახელებულა.

სხვათა შორის, დიდ ბრიტანეთში საერთო სურათიც საკმაოდ შემაშფოთებელია: ექიმები აღნიშნავენ, რომ ალკოჰოლიზმით დაავადებულთა ასაკი ქვეყანაში კატასტროფული სიჩქარით ახალგაზრდავდება. ამ დიაგნოზს ძალიან ხშირად უსვამენ 12-16 წლის მოზარდებს.

აქედან გამომდინარე, მედიკოსები ასკვნიან, რომ სულ მალე ქვეყანაში იცხოვრებს ახალგაზრდობა, რომლის დიდ ნაწილს თავის ტვინის, გულისა და ღვიძლის ნორმალურ ფუნქციონირებასთან დაკავშირებული პრობლემები ექნება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100