სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

გამოკითხვა: რამდენი უნდა გქონდეთ ხელფასი, იმისათვის, რომ გეყოთ თბილისში?

Droni.ge აგრძელებს ხალხის აზრის გარკვევას. ამჯერად ჩვენმა კორესპონდენტმა რიგით მოქალაქეებს დაუსვა შეკითხვა: „დღევანდელ ვითარებაში რამდენი უნდა ქონდეს ადამიანს ხელფასი როგორც საარსებო მინიმუმი, რომ ეყოს მომავალ ხელფასამდე?“

მელი ( 21წლის, სტუდენტი) 300 ლარი მინიმუმ ვისურვებდი რომ მქონოდა , თუმცა ჯერ არ ვმუშაობ.

ქეთი (22 წლის, ანიმატორი) გააჩნია რაში ეხარჯება ფული, თუ ბინის ქირას იხდის 1000ლარი მაინც უნდა ქონდეს, ხოლო თუ არა მაშინ ალბათ მინიმუმ 500ლარი მაინც.

ელენე (25 წლის): იცი რაშია საქმე? იყო პერიოდი, რომ 300 ლარი მქონდა ხელფასი და არ მყოფნიდა, ეხლა 1000 ლარს ვიღებ და მაინც არ მყოფნის, ასე რომ რთულია თქვენს კითხვაზე პასუხის გაცემა.

ხათუნა (47 წლის, ბუღალტერი) პირადად მე, რომ მეყოს ყველაფერში, ალბათ უნდა 3000 ლარი მქონდეს ხელფასი.

ნინუცა (21წლის, სტუდენტი) ჯერ არ ვმუშაობ, რადგან სტუდენტისთვის მუშაობა დღეს ძნელია დღევანდელ საქართველოში, მაგრამ რომ ვმუშაობდე 350 ლარი მეყოფოდა, ოღონდ ხელზე ასაღები.

რუსკა (30 წლის, იურისტი) იმდენი ხარჯია, რომ როგორც მე მაქვს გათვლილი მინიმუმ 800 ლარი მაინც უნდა იყოს ხელფასი, რომ ელემენტარული რაღაცეები იყიდო და კომუნალურ გადასახადებს გაწვდე.

გულვერი (49 წლის, დაცვის თანამშრომელი) პირადად მე 10 ათასი ლარი მჭირდება თვეში, ჩემი პატარა შვილის ოცნებები, რომ ავასრულო და ოჯახიც ვაცხოვრო ნორმალურად, ვალების გარეშე. თან ვალსაც ხომ გადახდა უნდა? დღეს კი ნისიად მაღაზია არაფერს გასცემს და ხელფასი, რომ არ მყოფნის და ნახევარჯერ აგვიანებენ დარიცხვას რა ვქნა?

გვანცა (37 წლის, დიასახლისი) გააჩნია ოჯახის წევრების რაოდენობას ,პირადად მე 2 შვილი მყავს და 4 სულიან ოჯახს სამწუხაროდ 1000 ლარიც არ ეყოფა, ალბათ 1500 უფრო და ისიც საშუალოდ.

ილია (43 წლის, სტომატოლოგი) მე ალბათ 700 ლარი მჭირდება, მაგრამ გააჩნია ოჯახს რამდენ სულიანია , ალბათ 1500 უნდა ქონდეს ოჯახს შემოსავალი.

ლაშა ( 22წლის, სტუდენტი) არ ვმუშაობ და საერთოდ არ მინდა ვინმეზე ან ვინმესთვის ვმუშაობდე, მინდა საკუთარი ბიზნესი მქონდეს. მაგრამ მაინც თუ დამჭირდება მუშაობა უფრო 700 ან 800 ლარი უნდა მქონდეს, რომ თვიდან თვემდე მეყოს.

გიორგი ( 67 წლის პენსიონერი) ეგ ისეთი კითხვაა, რომ ადამიანს გაუჭირდება პასუხის გაცემა. რა თქმა უნდა 120- 125 ლარი, როგორც პენსია არასაკმარისია და ერთ ადამიანს არ ყოფნის. საკმარისი, რომ იყოს უნდა ვიანგარიშოთ ყველანაირი ხარჯი, მარტო ჭამა ხომ არ არი ყველაფერი? მინიმუმ ალბათ 600-700 ლარი მაინც უნდა ქონდეს, როგორც საარსებო მინიმუმი. მართალია ეხლა კი შეგვპირდნენ რომ 1 წელიწადში250 ლარი დამაკმაყოფილებელი იქნება დღევანდელი საქართველოს ეკონომიკური მდგომარეობის მიხედვით. აბა ვნახოთ თუ მოახერხებენ და რომ არ იქნება საკმარისი ესეც ფაქტია.

მაია (50 წლის მხატვარი) მე ვფიქრობ დღეს იმდენი ხარჯია, რომ სადღაც 1000 ლარამდე მაინც უნდა ქონდეს შემოსავალი არა მარტო ოჯახს არამედ თითოეულ ადამიანს.

ლექსო (25წლის, აგრონომი) ძნელია, რომ გამოთვალო მარტო თანხის ყოფნაზე, რომ იყოს საქმე შეიძლება ადამიანმა ისე დახარჯო მილიონი ერთ დღეში, რომ ხვალ ხელი გაიშვირო სამათხოვროდ. დღეს რაც შეიძლება საქართველოში იშოვო ადამიანმა ერთ კაცს 600-700 ლარი მაინც გინდა, ყველაფერში რომ იმყოფინო.

აღსანიშნავია რომ ბევრმა კითხვას თავი აარიდა და მიზეზად ის ფაქტი დაასახელა რომ ოცნებები არ სრულდება და რეალობას თვალი უნდა გაუსწორონ. აბა მილიონს ვინ მოგვცემსო?

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100