შიშველი მადონას ფოტო აუქციონზე გაიყიდება
მსოფლიო ტურნეს დაწყებამდე, რომელიც ახალ ალბომ M.D.N.A.–ს ეძღვნება, მადონამ გადაწყვიტა, საზოგადოებას თავი კიდევ ერთხელ შეახსენოს.
ძალიან მალე, ლონდონის აუქციონზე მომღერლის შიშველ ფოტოს გაიტანენ გასაყიდად.
ფოტო შორეულ 1990 წელს, ფოტოგრაფ სტივენ მეისელის მიერ არის გადაღებული. შიშველი მადონა საწოლზე წევს, სიგარეტს ეწევა და კამერას უყურებს. ფოტოს „სრულიად განსაცვიფრებელი“ უწოდეს და სავარაუდოდ, მისი საწყისი ფასი 5000 გირვანქა სტერლინგი იქნება.
„გამაოგნებელი სურათია. უბრალო შავ–თეთრი ფოტო არ არის. სურათზე მადონა დაახლოებით 30 წლის არის და არაჩვეულებრივად გამოიყურება.“ – აცხადებს აუქციონის ხელმძღვანელი.
კომენტარი