ყაბარდო-ბალყარეთში მორდუობის ტრადიციის აღდგენა იწყება
ყაბარდო-ბალყარეთში ამოქმედდება ახალგაზრდული პროექტი «მორდუობა» (Куначество), რაც ერთი ეროვნების მოზარდის მეორე ეროვნების წარმომადგენლის ოჯახში ცხოვრებას გულისხმობს.
«მორდუობა»("მორდუ" მეგრულ ენაზე გაზრდილს,"მარდუალი" კი "გამზრდელს" ნიშნავს) კავკასიელი ხალხების ძველი ტრადიციაა, როცა მოზარდი წლების მანძილზე ცხოვრობდა მეზობელი ხალხის ცნობილ და პატივცემულ ოჯახში. იქ იგი სწავლობდა მიმღები ეთნოსის ტრადიციებს, ზნეობრივ ნორმებს, მის კულტურასა და ისტორიას. შემდგომში მოზარდი ბრუნდებოდა მშობლებთან და იგი ყოველმხრივ ცდილობდა დაემეგობრებინა არა მარტო ორი ოჯახი, არამედ ორი ხალხი. ყაბარდო-ბალყარეთის ახალგაზრდობასთან და საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან ურთიერთობის მინისტრმა ბორის პაშტოვმა განაცხადა, რომ პროექტის პირველი მონაწილეები არიან სხვადასხვა ეროვნების 14 ოჯახის წარმომადგენლები 13-დან 17 წლამდე.
პროექტის საზეიმო გახსნა დაგეგმილია 5 აგვისტოს. ყაბარდო-ბალყარეთის საზოგადოებამ სიამოვნებით მიიღო ეს კეთილი წამოწყება.
კომენტარი