სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რჩევები ქალებს წვრილმანი, მაგრამ ხშირი პრობლემების მოსაგვარებლად

ქალბატონებო, თქვენ ეს უნდა იცოდეთ:

ახალი ფეხსაცმელი ფეხს გტკენთ? თმის საშრობი ფენი და წინდები საუკეთესო საშუალებაა მის გასაწელად.

ბეჭედი თითს გიშავებთ? წაუსვით მის შიდა მხარეს უფერული ფრჩხილის ლაქი და პრობლემა მოგვარდება.

ღვინო თბილია თქვენ კი გეჩქარებათ? ჩააგდეთ ჭიქაში გაყინული ყურძნის მარცვალი, ის ღვინოს სწრაფად გააცივებს და არც გემოს არ გაუფუჭებს.

ოთახში უსიამოვნო სუნია? საკვები სოდა ჰაერის საუკეთესო გამწმენდია, ჩაყარეთ ის პატარა პაკეტებში და მოათავსეთ ოთახის რამდენიმე კუთხეში.

წამწამების ტუშის ჯაგრისი დაძველდა და თვალს კარგად ვეღარ იღებავთ? ის ახალივით იქნება თუ ცხელ წყალში გაავლებთ.

პალტოს განახლების საუკეთესო საშუალება გახლავთ მისი პემზით გაწმენდა.

ტანსაცმელზე წითელი ღვინის კვალი მარტივად ამოყავს თეთრ ღვინოს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100