"მინდა, თხოვნით მივმართო ბატონ გიორგი მარგველაშვილს, თუ შეუძლია, გამოვიდეს და დაგვიდგეს გვერდით"
"მინდა, თხოვნით მივმართო ბატონ გიორგი მარგველაშვილს, თუ შეუძლია, გამოვიდეს და დაგვიდგეს გვერდით" - ამის შესახებ პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე ზაზა სარალიძემ განაცხადა, რომელმაც ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით ხელისუფლების პასუხისმგებლობის დაყენების საკითხზე ისაუბრა. ზაზა სარალიძემ პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის გადადგომა მოითხოვა.
„მინდა თხოვნით მივმართო ბატონ გიორგი მარგველაშვილს, თუ შეუძლია, გამოვიდეს და დაგვიდგეს გვერდით. როგორც ხედავთ, ირაკლი შოთაძე იძულებით გადააყენეს თანამდებობიდან, მაგრამ არ ასრულებენ იმ მოთხოვნებს, არ ისჯება და არ აპატიმრებენ ჩემი შვილის მკვლელებს. არ აპატიმრებენ ჩემი შვილის მკვვლელების საქმის შემკერავებს და მთავარ ფიგურანტებს, ვინც აქტიურად იყო ჩართული ჩემი შვილის მკვლელობის საქმის შეკერვაში. შოთაძე გადადგა, სუბელიანი გარეთ არის, დავტოვოთ გარეთ?! დავტოვოთ ჩემი შვილის მკვლელები გარეთ?! სისტემამ ომი გამოგვიცხადა. ჩვენ დავანგრევთ სისტემას“ - განაცხადა ზაზა სარალიძემ აქციაზე.
კომენტარი