სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"თეთრი ხმაურის" ლიდერებმა ერთკვირიანი ტაიმ-აუტი აიღეს - აქცია რუსთაველზე დროებით დასრულებულია

„თეთრი ხმაურის მოძრაობა“ შინაგან საქმეთა მინისტრს დანაპირების შესასრულებლად ერთკვირიან ვადას აძლევს.
როგორც აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ბექა წიქარიშვილმა შინაგან საქმეთა მინისტრის სიტყვით გამოსვლის შემდეგ აქციის მონაწილეებისადმი მიმართვისას განაცხადა, ერთი კვირის განმავლობაში დააკვირდებიან, როგორ წავა პროცესები, შაბათს კი გაიმართება ორგანიზებული და უფრო დიდი აქცია.

„იცით, რომ ეს ბრძოლა არც დღეს დაგვიწყია და არც ვაპირებთ, რომ ხვალ დავასრულებთ, თუ რა თქმა უნდა არ მივიყვანთ ბოლომდე. ამიტომ, ჩვენი პროტესტი იქნება ყოველთვის ლეგიტიმური. თუკი არ შესრულდება დანაპირები, ჩვენ გავაგრძელებთ ბუნებრივია პროტესტს. ერთკვირიან ვადას ვიღებთ იმისთვის, რომ სამუშაო პროცესს დავაკვირდეთ და ვნახოთ, როგორ წავა ეს პროცესი. შაბათს იქნება გადამწყვეტი აქცია. ვაანონსებთ ორგანიზებულ და უფრო დიდ აქციას.

მთელი ამ კვირის განმავლობაში ჩვენ ვიმუშაოთ. ვნახოთ, როგორ წავა თანამშრომლობის შემოთავაზება, რამდენად კონსტრუქციული და რეალისტური იქნება დაპირებები, რომელიც დღეს მივიღეთ. შემდეგ მოვიქცევით შესაბამისად.

მიდის ანტიპიარი, მიდის გაშავების მცდელობები. მე მინდა ყველას გთხოვოთ, მთელი ეს კვირა ვიმუშათ აქტიურ კამპანიებზე იმისთვის, რომ საზოგადოება კიდევ ერთხელ დავარწმუნოთ, რისთვის ვიბრძვით, რომ ჩვენ მართლები ვართ და ამ სიმართლეს ბოლომდე მივიყვანთ“, - განაცხადა წიქარიშვილმა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100