სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მიხეილი (სოჭიდან): „მეჩვენება, რომ მაინც სააკაშვილმა გაიმარჯვა“.

ქართული არჩევნების შეფასება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების პრესის ორგანოებისა და ინტერნეტ-საიტების მთავარი ინტერესის საგანს წარმოადგენს. ზოგიერთ სტატიას ფორუმის მონაწილეთა ისეთი კომენტარები ახლავს, რომ რიგ შემთხვევაში თვით მასალის აქტუალობასაც ამეტებს. ჩვენ სწორედ ასეთად ვცანით„ამერიკის ხმის“ რუსული საიტის ერთ-ერთ წერილზე ფორუმელის მიერ გაკეთებული კომენტარი, რომელიც „მიხეილის“ ნიკით არის წარმოდგენილი ქალაქ სოჭიდან და ქვემოთ გთავაზობთ თარგმანს:

„მე განვიცდი, რაც ხდება საქართველოში. ვეცდები დავასაბუთო. მე ვიცი, რომ პოლიციამ, სკოლამ, სტუდენტებმა, ლტოლვილებმა, ჯარმა ხმა მისცა სააკაშვილს და ის მრავალათასიანი მიტინგებიც ნანახი მაქვს, როგორ ეგებებოდა მას ხალხი. ხმების სულ 30% იყო დათვლილი, როდესაც სააკაშვილი გამოვიდა ტელევიზიით და მშვიდად განაცხადა, რომ მისი პარტია მიდის ოპოზიციაში. ბოლოსწინა კვირას ამოტივტივდა ციხეში წამების ისტორიები (თუმცა, დღემდე სადავოა, იყო თუ არა ვიდეო ნაყალბევი) და რთული წინასაარჩევნო სიტუაციის მიუხედავად, ნაციონალებმა ინფორმაცია ოპოზიციაზე ადრე გაასაჯაროვეს. სააკაშვილმა დაითხოვა მინისტრები და სხვ. ხალხი აფასებს სააკაშვილს მისი სამართლიანობისთვის, მისი გადამწყვეტი ნაბიჯების გამო, მაგრამ ელექტორატი შოკშია. იმარჯვებს ივანიშვილი.

მაგრამ წარმოიდგინეთ, ივანიშვილის გუნდს რომ წაეგო. ყვირილი და ჩხავილი სააკაშვილის ტოტალიტარული რეჟიმის შესახებ წაიღებდა ყურებს, დაიწყებოდა დემონსტრაციები და ა.შ. ივანიშვილის გუნდის პატარა შეიარაღებული ჯგუფები (ისინი რეალურად მზად იყვნენ) დაიწყებდნენ დივერსიებს, პოლიციას და ჯარს ჩაითრევდნენ კონფლიქტში, ქართული „დემოკრატიის“ საშველად რუსეთიდან დაიძრებოდნენ ჩრდილოეთ კავკასიელი „ბოევიკები“, დაიწყებოდა პარტიზანული ომი, რუსეთი იარაღით მოამარაგებდა ოპოზიციას და სხვ. ქვეყანაში სირიისმაგვარი კრიზისი დაიწყებოდა; შემდეგ ნგრევა, ნავთობი და გაზი დასავლეთში წავიდოდა რუსეთიდან - არავითარი კონკურენტული ქალაქები სანაპიროზე და სხვ. საქართველო აღარ არის. რუსეთის მიზანი მიღწეულია.

ხოლო რა გვაქვს ამჟამად? ახლა პარლამენტში უმრავლესობით მოვიდა ივანიშვილის კოალიციის (რომელიც ყოველ წუთს შეიძლება დაიშალოს ან გადაადგილდეს) და სააკაშვილის ერთიანი პარტია. საქართველოს სახე მსოფლიოს წინაშე: საქართველო ღირსეული ქვეყანაა, სააკაშვილი გმირია, თან - დემოკრატი. ივანიშვილისგან ხალხი ელის ეკონომიკურ ცვლილებებს და ა.შ. საეჭვოა, რომ მან ისინი განახორციელოს - უფასო მკურნალობა, განათლება, სოფლის მეურნეობის წამოწევა და სხვ. რომელი ფულით? თავის ჯიბეში ხომ არ ჩაიყოფს ხელს?ერთი წელი, ორი წელი? ივანიშვილის პარტიის მიზანი იყო ქაოსის შექმნა, მაგრამ არანაირად არ იყო გათვლილი ქმნადობაზე. ამ პარტიას შექმნა არ შეუძლია. ვფიქრობ, რეფორმები ჩავარდება, ერთი წლის შემდეგ ხალხი გამოვა ქუჩაში მშვიდობიანი გზით ივანიშვილის მოსაცილებლად. ყველაფერი თავის ადგილს დაუბრუნდება. რუსეთი თავის მიზანს ვერ მიაღწევს.

მე ვფიქრობ, რაც მოხდა, ჩაფიქრებული სქემა იყო და სააკაშვილი სპეციალურად დამარცხდა. რუსმა ანალიტიკოსებმა ჩაისვარეს, საქართველოს დასანგრევად მათ მიერ ჩადებული ფული გადაყრილი აღმოჩნდა“.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100