როგორ მუშაობენ სადაზღვევო კომპანიები საქართველოში?
არაერთი მცდელობის მიუხედავად, სადაზღვევო სისტემა საქართველოში ფეხს მყარად ვერ იკიდებს. საზოგადოების დიდ ნაწილს, განსაკუთრებით რეგიონებში, არა აქვს გაცნობიერებული დაზღვევის აუცილებლობისა და მუშაობის პრინციპი. ბევრი საკითხი გაურკვეველი და ბუნდოვანია უკვე დაზღვეული მოსახლეობისთვისაც.
დსფკდგკლ;დფგკლ;დფგ
დსფკდგკლ;დფგკლ;დფგ
მიუხედავად ამისა, სადაზღვევო ბაზარზე კონკურენცია იზრდება, შესაბამისად, ყველა მათგანი ცდილობს სამიზნე ჯგუფის შესწავლასა და იმ პრობლემების აღმოფხვრას, რაც მათ და ასევე მათ კონკურენტებს საქმიანობის უკეთ წარმართაში უშლის ხელს.
დსფკდგკლ;დფგკლ;დფგ
დსფკდგკლ;დფგკლ;დფგ
რეალობა ცხადყოფს, რომ სადაზღვევო კულტურის ამაღლება მომხმარებლებთან ერთად თვითონ კომპანიებსაც სჭირდებათ.
დსფკდგკლ;დფგკლ;დფგ
დსფკდგკლ;დფგკლ;დფგ
ყველაზე ხშირი პრობლემების სია ასე გამოიყურება: მოსალოდნელთან შედარებით სამედიცინო მომსახურების დაბალი ხარისხი, დაფარვების და გამონაკლისების ინტერპრეტაცია სადაზღვევო კომპანიის სასარგებლოდ, სამედიცინო პროვაიდერთა არჩევის შეზღუდულობა, ანაზღაურების გაცემის შეპირება და შემდეგ უარის განცხადება, სადაზღვევო კომპანიიდან პასუხის დაგვიანება ან ბუნდოვანება, პასუხის მისაღებად რამდენჯერმე მისვლის აუცილებლობა.
დსფკდგკლ;დფგკლ;დფგ
დსფკდგკლ;დფგკლ;დფგ
ხშირად მომხმარებლები ოჯახის ექიმის არაკომპეტენტურობაზეც ჩივიან, ასევე ხშირია დამსაქმებლის მხრიდან დაზღვევის პირობების არგაცნობა, ანაზღაურების გაცემის დაგვიანება. დაზარალებულის უკმაყოფილებას ამძაფრებს იმის არცოდნა, თუ რა უნდა მოიმოქმედოს საკუთარი ინტერესების დასაცავად.
დსფკდგკლ;დფგკლ;დფგ
დსფკდგკლ;დფგკლ;დფგ
როგორც მიმდინარე წლის მონაცემებიდან ჩანს, მოქალაქეებს ყველაზე მეტი შეკითხვა და პრეტენზია სადაზღვევო კომპანია "აი–სი ჯგუფის" მიმართ აქვთ. ამაზე დაზღვევის მედიაციის სამსახურში შესული საჩივრების რაოდენობა მეტყველებს. 2010 წლის მეორე კვარტალში მედიაციის სამსახურს "აი–სი ჯგუფთან" დაკავშირებული შეკითხვით თუ პრეტენზიით 686–მა მოქალაქემ მიმართა, რაც საერთო მიმართვების მესამედია.
სადაზღვევო ბაზრის ლიდერ "ალდაგი ბისიაი“–სთან დაკავშირებით მედიაციის სამსახურში 87 შეკითხვა შევიდა. შეკითხვების ყველაზე მცირე რაოდენობა კომპანია „პარტნიორზე“ მოდის. მთლიანად მედიაციის სამსახურს 2015-მა მოქალაქემ მიმართა, რაც საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია.
დსფკდგკლ;დფგკლ;დფგ
დსფკდგკლ;დფგკლ;დფგ
საქართველოში დაახლოებით 1,3 მლნ. ადამიანს აქვს სამედიცინო დაზღვევის პოლისი. აქედან დაახლოებით 900 000 ე.წ. „უმწეოთა“ სახელმწიფო დაზღვევის პროგრამითაა დაზღვეული, დაახლოებით 70 000 – პედაგოგთა სახელმწიფო დაზღვევის პროგრამით. სახელმწიფოს განცხადებით, დაახლოებით 150 000 ადამიანი "იაფი" დაზღვევის პროგრამაშია ჩართული, დანარჩენი – „კორპორატიული“ ნებაყოფლობითი დაზღვევის პოლისებს ფლობს. 0–18 წლის და 60 წელზე მეტი ასაკისთვის რამდენიმე პროგრამა ხორციელდება, რომლებიც ამ მოქალაქეების არასრულ სამედიცინო მომსახურებას უზრუნველყოფს.
კომენტარი