30 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი
ვერძი – დღეს გადამწყვეტი ცვლილებებია მოსალოდნელი როგორც ოჯახში, ასევე სამსახურში. არ დაზოგოთ ძალისხმევა და ყველაფერი კარგად იქნება.
კურო – დღეს პარტნიორთან კამათი გელოდებათ, შეინარჩუნეთ სიმშვიდე და თავდაჯერებულობა.
ტყუპები – როგორც ვარსკვლავები ამბობენ, დღეს კარიერული წინსვლა გელოდებათ, თუმცა, დიდ კონკურენციასთან იქნება დაკავშირებული.
კირჩხიბი – ზოგიერთი მეგობრის მიმართ შესაძლოა ზედმეტი სიმპატია გაგიჩნდეთ. კარგი დროა დიდი ხნის გეგმების განსახორციელებლად.
ლომი – საკუთარი აზრები და ჩანაფიქრები ჩამოაყალიბეთ ზუსტად, არასწორი სიტყვები მნიშვნელოვნად შეამცირებს წარმატების შანსს.
ქალწული – ოჯახის წევრებთან ან მეგობრებთან ურთიერთობაში მოულოდნელ ცვლილებებს ელოდეთ. შესაძლოა, თქვენი სასიყვარულო ისტორია რომანში გადაიზარდოს.
სასწორი - იმისათვის რომ წარმატებას მიღწიოთ, საკუთარ თავს სხვისი თვალით შეხედეთ და რეპუტაციას გაუფრთხილდით.
მორიელი – დიდი ალბათობაა, რომ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულმა პრობლემებმა იჩინონ თავი. დღის მეორე ნახევარი მეგობრების წრეში გაატარეთ.
მშვილდოსანი – დღის განმავლობაში პოზიტიური განწყობა გექნებათ. საღამოს გარშემომყოფების ყურადღების ცენტრში აღმოჩნდებით. მოერიდეთ ზედმეტ თავდაჯერებულობასა და სიხარბეს.
თხის რქა – გართობისათვის ვერ მოიცლით, დღის უმეტეს ნაწილს სამსახურს დაუთმობთ. თქვენმა ცვალებადმა ხასიათმა შესაძლოა სერიოზულ კონფლიქტამდე მიგიყვანოთ.
მერწყული – დღეს თანამშრომლებთან და ოჯახის წევრებთან კონფლიქტს ელოდეთ. შეეცადეთ თავი აარიდოთ ინტრიგებს, ამან შესაძლოა თქვენი ჯანმრთელობის გაუარესება გამოიწვიოს.
კომენტარი