სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

როგორ მოვამზადოთ სპეციალური დანიშნულების ტექნიკა ზამთრისთვის

ზამთრის მოახლოებასთან ერთად, იცვლება არამხოლოდ მსუბუქი ავტომობილების, არამედ სპეციალური ტექნიკის მოვლის წესებიც. ცივი დღეებისთვის სპეცტექნიკის მომზადება განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, რათა შეუფერხებლად შეასრულოს გზის გაწმენდითი, სამშენებლო თუ სხვა სახის სამუშაოები. იმისათვის რომ თქვენმა ტექნიკამ საქართველოს მაღალმთიანი რეგიონების, რთულ მეტეოროლოგიურ პირობებსაც გაუძლოს, მნიშვნელოვანია სხვადასხვა დეტალის შემოწმება.

როგორ მოვამზადოთ სპეცტექნიკა ზამთრის სეზონისთვის - ამის შესახებ თეგეტა მოტორსისი სპეციალური დანიშნულების ტექნიკის სერვისის მიმართულების ხელმძღვანელი, ზვიად ახლოური, მოგვიყვება.

რა სერვისი უნდა ჩაუტარდეს სპეცტექნიკას, რათა ზამთარს მომზადებული შეხვდეს?

„სეზონის ცვლილება და ტემპერატურის კლება სპეცტექნიკაზე საგრძნობლად მოქმედებს. შესაძლო გართულებების თავიდან ასაცილებლად აუცილებლად უნდა შემოწმდეს: ჰიდრავლიკის ზეთის სიბლანტე, გათბობის სისტემა, ანტიფრიზი, აკუმულატორი, ძრავის ზეთის მდგომარეობა, ფილტრები, მინის მწმენდის ავზში სითხის მდგომარეობა და სამუხრუჭე სისტემა.“

რა პრობლემები შეიძლება, გამოიწვიოს გაგრილების სისტემაში ანტიფრიზის ნაკლებობამ და რატომ არის მნიშვნელოვანი აკუმულატორის მდგომარეობის შემოწმება?

„ანტიფრიზის ნაკლებობამ შესაძლოა, ძვირადღირებული ძრავები დააზიანოს. თუ გაგრილების სისტემაში, ანტიფრიზის ნაცვლად, მხოლოდ წყალი იქნება მოთავსებული, დაბალი ტემპერატურის პირობებში ძრავი გაიყინება და დაზიანდება.

მნიშვნელოვანია აკუმულატორის ვოლტაჟის გადამოწმებაც, რადგან სიცივეში აკუმულატორი


ყურადღება უნდა მიექცეს ძრავში ზეთის მდგომარეობას. მინუს ტემპერატურაზე დიდი ხნის შეუცვლელი, უხარისხო, ან არასწორი სიბლანტის ზეთი დაგვიანებით გაიწოვება შეპოხვის სისტემაში, რა დროსაც რკინის დეტალები ზეთის დამცავი ფირის გარეშე ურთიერთქმედებენ ერთმანეთთან და მიმდინარეობს დეტალების ზენორმირებული ცვეთა, რაც საბოლოოდ ტექნიკის მფლობელს მიაყენებს მნიშვნელოვან ზარალს.

აგრეთვე მნიშვნელოვანია ჰიდრავლიკის ზეთის სიბლანტე. საქართველოში სტანდარტულ პირობებში ძირითადად ISO სტანდარტის 46, ან 68 სიბლანტის ზეთი გამოიყენება, თუმცა თუ ტექნიკა მაღალმთიან, ან განსაკუთრებით ცივ რეგიონში მუშაობს სასურველია გამოვიყენოთ ISO 32 სიბლანტის ჰიდრავლიკის ზეთი. ნულ გრადუსს ქვემოთ დაუშვებელია ISO 100 სიბლანტის ზეთის გამოყენება. ზამთარში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ოპერატორმა სპეცტექნიკით მუშაობის დაწყებამდე, ჰიდრავლიკის ზეთი გაათბოს, მისცეს თავისუფლად ცირკულირების საშუალება, მიიყვანოს სამუშაო კონდიციამდე და მხოლოდ მას შემდეგ დაიწყოს მუშაობა.

უამინდობაში, გართულებული ხილვადობის პირობებში, აუცილებელია მინის მწმენდის ავზში სპეციალური სითხის ჩასხმა, რომელიც წყალს გაყინვისგან დაიცავს და ოპერატოს შეუნარჩუნებს მაქსიმალურ ხილვადობას, რათა არ დაზიანდეს ტექნიკა და გარშემო მყოფები.“

რა შემთხვევაში უნდა მიექცეს განსაკუთრებული ყურადღება ჰაერის ფილტრების მდგომარეობას?

„სპეციალური ტექნიკის მაღალმთიან რეგიონებში მუშაობისათვის აუცილებელია შემოწმდეს ჰაერის ფილტრები, რადგან ასეთ ადგილებში ჟანგბადი გაიშვიათებულია, რაც ტექნიკის გამართულად მუშაობას უშლის ხელს. ხარისხიანი ჰაერის ფილტრი მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ტექნიკის პერფორმანსზე და იცავს ძრავს დაზიანებისგან.

აქვე აღვნიშნავ, რომ თუ სპეცტექნიკას -15-17 გრადუსში უწევს მუშაობა, გამოყენებული უნდა იყოს დიზელის გაყინვის საწინააღმდეგო ხსნარი, რადგან ასეთი ტემპერატურის დროს შესაძლოა დიზელი გაიყინოს.

სპეცტექნიკის შემთხვევაში, რამდენად მნიშვნელოვანია საბურავების შემოწმება?

„მსუბუქი ავტომობილებისგან განსხვავებით, სპეცტექნიკაში საბურავები კლასიფიცირდება არა ზაფხულის და ზამთრის, არემედ გრუნტის, ასფალტისა და შერეული გრუნტის კატეგორიებად. ჩვენს რეალობაში მომხმარებლები ხშირად ირჩევენ უნივერსალურ საბურავებს, რომელიც ზამთარში და უგზოობაში არ არის უსაფრთხო, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ექსკავატორ დამტვირთველებზე ზამთარში თოვლსაწინააღმდეგო ჯაჭვები გამოვიყენოთ.“

რომელ ფილიალებშია შესაძლებელი სპეციალური დანიშნულების ტექნიკის სერვისებით სარგებლობა?

„თეგეტა მოტორსის სპეციალური დანიშნულების ტექნიკის სერვისებით სარგებლობა მომხმარებელს თბილისში, ქუთაისში, ბათუმსა და ფოთში შეუძლია. გაყიდვების ობიექტები კი განთავებულია თბილისში, ბელიაშვილის ქუჩაზე, ახალციხესა და ხელვაჩაურში.

მეტი კომფორტისა და დროის დასაზოგად, სპეციალური დანიშნულების ტექნიკის სერვისზე „თეგეტა მოტორსის“ 12 მობილური ჯგუფი მუშაობს. მათი დახმარებით, ნებისმიერ რთულ ლოკაციაზეა შესაძლებელი საჭირო სერვისის ადგილზე განხორციელება.

დროისა და ფინანსური დანახარჯის დასაზოგად მომხმარებელს სწრაფ შეკვეთებსაც ვთავაზობთ. საშუალოდ, სწრაფი შეკვეთის შემთხვევაში, ნებისმიერი საჭირო დეტალი, ევროპიდან და თურქეთიდან ორი დღიდან ერთ კვირამდე პერიოდში ჩამოგვაქვს.“

„თეგეტა მოტორსის“ სერვის-ცენტრებში სპეციალური დანიშნულების ტექნიკის სერვისს პროფესიონალი, სერტიფიცირებული მექანიკოსები ახორციელებენ. კომპანიის ფილიალებში, სპეცტექნიკის მფლობელებს შეუძლიათ ანტიფრიზისა და აკუმულატორის მდგომარეობა უფასოდ შეამოწმონ. შეთავაზების ფარგლებში უფასოა ზეთის, ფილტრების, აკუმულატორის ან გაგრილების სითხის შეცვლაც.

--

თეგეტა მოტორსის შესახებ: ავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანია "თეგეტა მოტორსი" ქართულ ბაზარზე 1995 წლიდან საქმიანობს და მომხმარებელს ავტომომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს, როგორც მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების, ისე ავტობუსების და მიკროავტობუსების, ასევე სპეციალური დანიშნულების ტექნიკის მიმართულებით. კომპანიას მთელი ქვეყნის მასშტაბით 29 ფილიალი აქვს, რომლებიც 400 000-მდე საცალო და 35 000-მდე კორპორაციულ მომხმარებელს ემსახურება. თეგეტა მოტორსი 300-მდე მსოფლიო ბრენდის წარმომადგენელია საქართველოში, მათ შორის არიან Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Hengst და სხვა.



კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100