სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რუსი ნაცისტები კავკასიელების წინააღმდეგ

რუსეთის დედაქალაქში ნაცისტური ისტერია გრძელდება. მსოფლიო შეშფოთებული ადევნებს თვალყურს მოსკოვში მიმდინარე არეულობებს. ფეხბურთის გულშემატკივრების გამოსვლა, რომელიც მათი მეგობრის, იგორ სვირიდოვის მკვლელობას მოჰყვა, კავკასიელების ცემით დასრულდა. შემდეგ დღეებში კი გაიმართა ფანატიკოსი ნაცისტების აქციები და საპროტესტო მსვლელობები "ომონთან" ხელჩართულ ბრძოლაში გადაიზარდა.
dsffddsfsdfsdf
მიტინგში მონაწილეობა ფეხბურთის გულშემატკივრებთან ერთად ნაციონალისტური დაჯგუფებების აქტივისტებმაც მიიღეს, რომლებმაც, საბოლოოდ, ინიციატივა თავად იგდეს ხელთ და გამოსვლებიც მკვეთრად ფაშისტური და აგრესიული სულისკვეთებით წარიმართა.
dsffddsfsdfsdf
მიტინგის მსვლელობისას და მისი დასრულების შემდეგაც, მონაწილეებმა სასტიკად სცემეს გამვლელი "არასლავური გარეგნობის" ადამიანები. დაუდასტურებელი მონაცემებით, ათი ადამიანი დაშავდა, 65 ფანატი კი პოლიციამ დააპატიმრა. ამ აქციაში მონაწილეობას 5 ათასამდე "მოპროტესტე" იღებდა.
dsffddsfsdfsdf
რუსეთის ხელისუფლება დედაქალაქში აგორებულმა უმართავმა ვაკხანალიამ მეტად შეაშფოთა. როგორც ცნობილია, კრემლს ნაცისტების, ულტრანაციონალისტების, სკინხედების მფარველობაში ხშირად ადანაშაულებენ და არცთუ უსაფუძვლოდ. თუმცა, ამჯერად ქაოსმა იმდენად დიდი მასშტაბები მიიღო, რომ ხელისუფლება იძულებული გახდა კავკასიელების წინააღმდეგ აგორებული სისასტიკის წინააღმდეგ სახელმწიფო ძალოვანი აპარატი ენერგიულად აემოქმედებინა.
dsffddsfsdfsdf
პრეზიდენტმა მედვედევმა საკუთარ მიკრობლოგზეც კი იმავე დღეს დაწერა, რომ მოსკოვი კონტროლის ქვეშაა და ყველას გაუმკლავდება, ვინც დანაშაულს ჩაიდენს და არეულობების მოწყობას შეეცდება. კრემლი, როგორც ჩანს, მეტად შეაშინა სამომავლოდ უფრო დიდი და უმართავი არეულობების "პერსპექტივამ," რომელიც რუსეთის დედაქალაქს და საერთოდ, სახელმწიფოს უსაფრთხოებას ემუქრება.

თუმცა, პროცესი უკვე დაიწყო და, სავარაუდოდ, ის შეუქცევადი გახდება. როგორც ირკვევა, მოსკოვში რუსი ნაცისტების წინააღმდეგ შტურმისათვის იქ მცხოვრები, თავად რუსეთის მოქალაქე ჩრდილოკავკასიელები აქტიურად ირაზმებიან. არ არის გამორიცხული მოსკოვის ქუჩები ხელჩართული გარჩევების უფრო მასშტაბურ და ხანგრძლივ პოლიგონად გადაიქცეს. მიმდინარე მოვლენები კი, როგორც ექსპერტები აღნიშნავენ, კიდევ ერთხელ მეტყველებს რუსული სახელმწიფოს არამყარობასა და არასტაბილურობაზე.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100