სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

საკვები პროდუქტები, რომლებიც ბავშვებისთვის არ არის რეკომენდებული

არავისთვის საიდუმლოს არ წარმოადგენს ის ფაქტი, რომ ბავშვების ნახევარფაბრიკატებით გამოკვება არ შეიძლება. სასურველია ზრდასრული ადმაიანებიც თუ იშვიათად მოიხმარენ მსგავს პროდუქტებს.

სამწუხაროდ ძირითადად მშობლებს არ აქვთ იმის დრო, რომ გემრიელი და სასარგებლო სადილი მოამზადონ, ამიტომ ისინი მიმართავენ ისეთ გზას, რაც მათი დროის „ფლანგვას“ არ მოითხოვს.

დიეტოლოგები კი მშობლებს აფრთხილებენ: არავითარ შემთხვევაში არ მიანიჭონ უპირატესობა სოსისებსა და ძეხვებს, ამით საკუთარი შვილის ჯანმრთელობაზე უარყოფითად მოქმდებენ.

აღსანიშნავია, რომ მსგავს პროდუქტებში, ძალიან მცირე რაოდენობით ხორცია და ისინი იმ ქიმიკატებით არის გაჯერებული, რომლებიც ორგანიზმისთის აუცილებელ ნივთიერებებს საერთოდ არ შეიცავენ. მსგავსი პროდუქტები პირველ რიგში ხელს უშლიან ბავშვის ორგანიზმის სწორად განვითარებას.

გახსოვდეთ, რომ ქიმიკატების გარეშე, სოსისებისა და ძეხვების ბუნებრივი ფერი, ნაცრისფერი იქნებოდა.

აუცილებელია აღინიშნოს, რომ მსგავსი პროდეუქტები დიდი რაოდენობით კალიუმის ნიტრატს შეიცავენ. დიდი რაოდენობით ნიტრატის ორგანიზმში მოხვედრის შემთხვევაში, ადმაიანი მრავალი დაავადების წინაშე აღმოჩნდება. დაწყებული კუჭ-ნაწლავის სისტემის მოშლიდან, დასრულებული ონკოლოგიური დაავადებებით.

სოსისებსა და ძეხვებს ყველაფერთან ერთად უმატებენ: არომატიზატორებს, ემულგატორებსა და კონსერვანტებს.

განსაკუთრებით საშიში მკვეთრი ვარდისფერი სოსისებია. მსგავს პროდუქტს შესწევს ძალა, ალერგია გამოიწვიოს. დიეტოლოგები მშობლებს მკაცრად აფრთხილებენ, რომ ბავშვის საკვებ რაციონში ძეხვეულის შეტანა კვირაში მხოლოდ ერთხელ არის დასაშვები.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100