სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ქალმა სახლში შეჭრილ მძარცველთან ღამე გაატარა, დილით კი პოლიცია გამოიძახა

რუსეთის ქალაქ ზვენიგოროდში მცხოვრებმა ქალმა მის სახლში შეჭრილ მძარცველთან ღამე გაატარა, დილით კი პოლიცია გამოიძახა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს.

არსებული ინფორმაციით, 40 წლის ქალი სახლში მარტო იმყოფებოდა და თითქმის ეძინა, როდესაც ხმაური გაიგო და მიხვდა, რომ სახლში კიდევ ვიღაც იმყოფებოდა. მან ერთ-ერთ ოთახში მძარცველი აღმოაჩინა, რომელიც გაიცნო და მასთან ღამეც გაატარა.

დილით ქურდმა ქალის სახლში სეიფი იპოვა, საიდანაც 500 000 რუბლი აიღო და მიმალვას აპირებდა, თუმცა ქალს გაეღვიძა და პოლიცია გამოიძახა. პოლიციამ ქურდი ეზოში დააკავა, ფული კი ქალს დაუბრუნა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100