სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ბირმინჰემის არეულობის ორ მონაწილეს მკვლელობის ბრალდებას წაუყენებენ

ბირმინჰემში მცხოვრებ ორ მოქალაქეს სამი ადამიანის მკვლელობისთვის ბრალს კვირას, დილით წაუყენებენ, - ამის შესახებ Associated Press პოლიციის წყაროზე დაყრდნობით იუწყება. ეჭვმიტანილები ბირმინჰემის სასამართლოს წინაშე წარსდგებიან.

პოლიციის წარმომადგენლის განცხადებით, დაკავებულნი არიან 26 წლის ჯოშუა დონალდი და 17 წლის მოზარდი, რომლის ვინაობა, მისი არასრულწლოვანების გამო, არ სახელდება. გამოძიების ვერსიით, დაკავებული პირები იმ მანქანაში ისხდნენ, რომელიც 10 აგვისტოს, ბირმინჰემში მიმდინარე არეულობის დროს სამ ქვეითად მოსიარულეს დაეჯახა. დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა, ექიმებმა მათი გადარჩენა ვერ მოახერხეს. დამნაშავეები შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

ავტომანქანაში ახალგაზრდებს მაღაზიებიდან გატაცებული ნივთები ეყარათ. ავტოსაგზაო შემთხვევის მსხვერპლი სამი პაკისტანელი ახალგაზრდა გახდა, რომლებიც ავარიის მომანტში მაღაზიას იცავდნენ.

ინგლისის რამდენიმე ქალაქში არეულობების ორგანიზებისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით, ინგლისში, სხვადასხვა ვერსიით, 1000-დან 2 000 კაცამდე დააკავეს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100