სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

6 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი – დღეს მუშაობის სტიმულს მატერიალური ანაზღაურება მოგცემთ. საღამოს, შესაძლოა, ახლობლებისგან მატერიალური მხარდაჭერა მიიღოთ.

კურო – დაივიწყეთ პირადი მოთხოვნილებები და საყვარელი ადამიანების ინტერესები გაითვალისწინეთ. გამოიჩინეთ თავშეკავებულობა. კონფლიქტურ სიტუაციებში, ვარსკვლავები დათმობას გირჩევენ.

ტყუპები – დღის უმეტეს ნაწილს ახლობლებისა და ოჯახის წევრების წრეში გაატარებთ. ყურადღება მიაქციეთ თქვენს ფინანსებს, ნუ დახარჯავთ ფულს უაზროდ.

კირჩხიბი – შესაძლოა ინტრიგის მსხვერპლი გახდეთ. თავი აარიდეთ ფინანსური ოპერაციების შესრულებას. სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებაში ხელს დაბნეულობა შეგიშლით.

ლომი – დღეს უცხოელ პარტნიორებთან შეხვედრა, ან სატელეფონო მოლაპარაკება გელოდებათ. არ დაივიწყოთ მეგობრები, მათთან კავშირი თქვენს დადებით ემოციებთან პირდაპირ კავშირშია.

ქალწული – დღის პირველ ნახევარში გარშემომყოფებთან კონფლიქტს ელოდეთ. ურთიერთობა განსაკუთრებით თანამშრომლებთან გამწვავდება. ემოციებს ნუ აყვებით, თავი აარიდეთ დაძაბულ სიტუაციებს.

სასწორი – დღის განმავლობაში დასახული გეგმების შესრულება მოგიწევთ. დღეს ნუ ენდობით ყველას, განსაკუთრებით კი ახალ მეგობრებს.

მორიელი – დღე ნამდვილად უსიამოვნო შეგრძნებებით დაიწყება. ოჯახის წევრებთან კონფლიქტს ელოდეთ.

მშვილდოსანი – დღეს თქვენი მოქმედება მიზანდასახული იქნება. სანამ რაიმე ახალ საქმეს წამოიწყებთ, რჩევა გამოცდილ ადამიანებს ჰკითხეთ.

თხის რქა – პოზიტიური განწყობა მთელი დღის განმავლობაში გაგყვებათ. დღის მეორე ნახევარში საკუთარი უნარ-ჩვევების წარმოჩენის საშუალება მოგეცემათ.

მერწყული – დღის პირველ ნახევარში მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო საქმის შესრულება გელოდებათ. თავი აარიდეთ უარყოფით ემოციებს. ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას.

თევზები – თავი აარიდეთ საქმიანობას, რომელიც რისკებთანაა დაკავშირებული. გაგიჩნდებათ ახალი მიზნები, რომლის მიღწევაც რიგ პრობლემებთან და დაბრკოლებებთანაა დაკავშირებული.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100