სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რუსეთში კორუფციამ რეკორდულ ზღვარს მიაღწია

რუსეთში კორუფციის გზით მითვისებული თანხების რაოდენობამ 2011 წელს რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია - ბიუჯეტიდან მითვისებული 718 მილიარდი რუბლი შემოსავლების პალატის ხელმძღვანელმა თავის წლიურ ანგარიშში აღრიცხა.

გაზეთ "იზვესტიას" ცნობით, კორუფციის სახით თანხების მითვისება დაფიქსირდა სოჭის ოლიმპიადის მზადების პროცესში. ჩარიცხული თანხების მიუხედავად, იქ ასაშენებელი ობიექტების მესამედი ჯერ კიდევ დაუმთავრებელია.

თანხები მითვისებულია მოსკოვის სატრანსპორტო სამსახურშიც. ტრანსპორტის კომპლექსის განვითარებისთვის გასულ წელს უკანონო სუბსიდიების სახით 7 მილიარდი რუბლი დაიხარჯა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100