სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

გელა სამხარაული წინაუბნის, შუა ხალაწანისა და დუმასტურის მოსახლეობას შეხვდა

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ახმეტის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გელა სამხარაული სოფლების - წინაუბნის, შუა ხალაწანისა და დუმასტურის მოსახლეობას შეხვდა.

მოსახლეობა წყლით უზრუნველყოფის, ცენტრალური და შიდა საუბნო გზების მოწესრიგების, სოფელში ამბულატორიის გახსნის საკითხებით დაინტერესდა. დეპუტატობის კანდიდატმა შეხვედრის მონაწილეებს სწორედ ამ საკითხების სწრაფად მოგვარების გეგმები გააცნო. გარდა ამისა, როგორც გოგი მეშველიანმა აღნიშნა, მნიშვნელოვანია, შემდეგი ოთხი წლის განმავლობაში ქვეყანას ჰქონდეს მშვიდობიანი და გეგმაზომიერი განვითარების პირობები, რასაც „ქართული ოცნება“ უზრუნველყოფს.

„თითოეული თქვენგანის სახით მინდა, მყავდეს სოფლებში თანამებრძოლები, კონსტუქციული ოპონენტები. ჩვენ ერთად მოვნახავთ ყველა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საკითხების მოგვარების გზებს“, -აღნიშნა დეპუტატობის კანდიდატმა.

(რეკლამა)

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100