21 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
ვერძი – დღეს გაუთვალისწინებელი დაბრკოლებები შეგხვდებათ, რომლის გადალახვასაც მოხერხებულობის წყალობით შეძლებთ. თუ მანქანის მათვა გიწევთ, სიფრთხილე და ყურადღება გამოიჩინეთ.
კურო – ფინანსური საკითხების წარმატებულად მოგვარებისათვის სისწრაფე და მოქნილობა გესაჭიროებათ. სიფრთხილით მოეკიდეთ არაკეთილსინდისიერ პარტნიორებს, კლიენტებსა და მყიდველებს.
ტყუპები – დღეს თქვენი გაბრაზება ადვილი იქნება. იმისათვის, რომ თავიდან აიცილოთ უარყოფითი ემოციები, მოერიდეთ ინტრიგანულ სიტუაციებს. ამ უკანასკნელმა შესაძლოა თვითკონტროლი დაგაკარგვინოთ.
კირჩხიბი – დღეს სხვისი პრობლემებისა და გასაჭირის გათავისება მოგიხდებათ. შეეცადეთ განასხვავოთ ერთმანეთისაგან თქვენი და სხვისი პრობლემები. არ წამოიწყოთ ახალი საქმიანობა. ნუ ენდობით უცხოელ, ან ნაკლებად ნაცნობ ადამიანებს.
ლომი – გამორიცხული არ არის შემთხვევითი მოგზაურობა, მოულოდნელი შეხვედრები და ახალი ნაცნობების შეძენა. ახალ მეგობრებს სიფრთხილით მოეკიდიეთ. ცუდი დღეა სამომავლო გეგმების შემუშავებისათვის.
ქალწული – ვარსკვლავები საღამოს დაძაბულ და უხერხულ სიტუაციას გიწინასწარმეტყველებენ. უფროსთან დიალოგი კონფლიქტში გადაიზრდება. თავი აარიდეთ აგრესიას, დაუდევრობასა და სასმელს.
სასწორი – ცუდი დღეა მოგზაურობისა და ახალი ბიზნესის წამოსაწყებად. წინ რამდენიმე მცირე შემაშფოთებელი გართულებები გელოდებათ.
მორიელი – კრიზისული სიტუაციიდან გამოსვლაში მოულოდნელი ვითარება დაგეხმარებათ. ყურადღება მიაქციეთ სამუშაო იარაღებს. ნუ გამოიყენებთ შეუმოწმებელ ტექნიკას.
მშვილდოსანი – ცუდი დღეა ხელშეკრულებების გაფორმებისათვის, ასევე გარიგებისა და ქორწინებისათვის. ვარსკვლავები საჯარო დებატების გამართვას არ გირჩევენ. საქმიან სფეროში კონკურენცია გაიზრდება.
თხის რქა – დღეს თანამშრომელი თქვენს შეცდომაში შეყვანას ეცდება. ცუდი დღეა პერსონალის შტატის გასაახლებლად. საღამოს, შესაძლოა, ექიმის დახმარება დაგჭირდეთ.
მერწყული – პატარა ნიუანსმა შესაძლოა ოპტიმისტური განწყობა გაგიფუჭოთ. საყვარელ ადამიანთან ურთიერთობაში ეჭვი იჩენს თავს. ფარული უნდობლობა თავისუფალ აზროვნებაში ხელს შეგიშლით.
თევზები – დღეს მშობლებთან, მეორე ნახევართან და თანამშრომლებთან ურთიერთობა გაგიჭირდებათ. გახსოვდეთ, ინტუიციას, ხშირ შემთხვევაში, არასწორ გადაწყვეტილებამდე მიყავხართ.
კომენტარი