პავლიაშვილმა „ლუჟნიკში“ გამოსვლაზე უარი თქვა, თოფურიამ კი განაცხადა, რომ „რუსეთი აჭმევს“
ლუჟნიკებში დღეს გამართულ წინასაპრეზიდენტო აქციაზე ქეთა თოფურიას გამოჩენამ A - studio-სთან ერთად, საქართველოს მოსახლეობაში არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია. "ჯეონიუსის" ინფორმაციით, ლუჟნიკებზე გამართული ღონისძიების ორგანიზატორების გეგმაში შედიოდა, რომ კონცერტზე გამოსულიყო ქართველი შემსრულებელი.
თავდაპირველად, კონცერტზე გამოსვლის შეთავაზება სოსო პავლიაშვილმა მიიღო, თუმცა როგორც "ჯეონიუსისთვის" გახდა ცნობილი, სოსო პავლიაშვილმა კონცერტში მონაწილეობაზე უარი განაცხადა.
ლუჟნიკებზე გამართულ პუტინის მხარდამჭერ მიტინგზე სიმღერით გამოსვლის შემდეგ, ქართველმა მომღერალმა ქეთა თოფურიამ კომენტარი გააკეთა. "ჩვენ დაგვიძახეს, რათა 23 თებერვალისადმი მიძღვნილ კონცერტზე მიგვეღო მონაწილეობა, კონცერტზე პირველმა არხმა მიგვიწვია.
"მე ამ ქვეყანაში ვცხოვრობ, მე მაცმევს და მაჭმევს რუსეთი“, - განაცხადა მომღერალმა ტელეკომპანია 'რუსთავი2“-თან საუბარში.
მისივე განცხადებით, ის არ არის პოლიტიკოსი, არც იმის გარკვევას აპირებს, თუ რა ხდება ამ ქვეყნებს შორის. „მე არ მინდა კონფლიქტებში ჩარევა. რაში მაინტერესებს, ეს არ არის ჩემი საქმე“, - განაცხადა ქეთა თოფურიამ.
ერთ-ერთი ვერსიით, „ლუჟნიკზე“ ქართველი მომღერლის გამოსვლა უშუალოდ პუტინის ახირება იყო. პუტინმა გუშინ განაცხადა, რომ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებში განხეთქილება რუსეთის ბრალი არ არის. სწორედ ქართველი შემსრულებლების მხარდაჭერის ხარჯზე ცდილობს პუტინი შექმნას სურათი, თითქოს რიგითი ქართველები მას მხარს უჭერენ.
კომენტარი