„ფეისბუქზე“ საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალურ გვერდზე კიბერშეტევა განხორციელდა
„ფეისბუქში“ საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალურ გვერდზე 25 თებერვალს, დაახლოებით 01.00 სთ-ზე კიბერშეტევა განხორციელდა: მიხეილ სააკაშვილის გვერდზე წამში ათეულობით შეტყობინება და კომენტარი ქვეყნდებოდა. სპეციალისტების განცხადებით, ეს არ იყო „ფეისბუქის“ რიგითი მომხმარებლების შეტყობინებები და ყველა რუსულ ენაზე - ან ლათინური, ან რუსული შრიფტით იყო დაწერილი.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვებ-გვერდები და გვერდები ადრეც არაერთხელ გამხდარა კიბერშეტევის ობიექტი. ყველაზე მასშტაბური კიბერშეტევა საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე 2008 წლის აგვისტოში, რუსეთ-საქართველოს ომის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე განხორციელდა.
კომენტარი