სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

„FEMEN“-ს მიმდევრები საფრანგეთშიც გამოუჩნდა

1 ივნისს რამდენიმე ნახევრად შიშველმა ფრანგმა ქალმა მოაწყო აქცია უკრაინის საელჩოსთან, “ევრო-2012“-ზე პროსტიტუციისა და სექს-ტურიზმისა და აგრეთვე “FEMEN“-ის აქტივისტების დაკავების საპროტესტოდ.

პარიზელთა სხეულებს ამშვენებდა წარწერა “Fuck Euro-2012“. მათი რისხვა მიმართული იყო იმ პირთა მიმართაც, ვინც 2012 წლის 24 მაისს დააკავა და ხუთი დღე-ღამით დაატუსაღა “FEMEN“ მოძრაობის აქტივისტი იანა ჟდანოვა, რომელმაც “ევრო-2012“-ის თასი გადმოაგდო იატაკზე, მისი ლვოვში დემონსტრირების დროს.

“ჩვენ ვკითხულობთ გაზეთებს და ვუყურებთ სატელევიზიო გადაცემებს, რომლებიც იუწყებიან სექს-ინდუსტრიის აქტივიზაციის შესახებ ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის წინ; ჩვენ ვიცით “ევრო-2012“-ზე პროსტიტუციის და სექს-ტურიზმის მასშტაბების შესახებ და არ შეიძლება არ გვაღელვებდეს უკრაინელ ქალთა ბედი“ - აცხადებენ ფრანგი აქტივისტები.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100