სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

წლის ფოტო: მუხათგვერდი, ძმათა სასაფლაო, 2012 წლის 16 აპრილი

ზურაბ ნაჭყებია ერთ-ერთია იმ გმირთაგან, ვინც 2008 წლის აგვისტოში ნაძვნართან დაიღუპნენ. მანამდე სულ რეკავდა სახლში და ერთადერთი ფრაზა: "ნუ გეშინაით, ყველაფერი კარგად იქნება!" ჰქონდა ამოჩემებული. ბოლოს 8 აგვისტოს დარეკა და სწორედ ეს ფრაზა უთხრა მეუღლეს. ზურაბ ნაჭყებია კასეტური ბომბის ჩამოგდების შემდეგ დაიღუპა, როცა ნაძვნარიდან დაჭრილები გამოჰყავდა.

"აგვისტოში შვილიშვილი შეეძინა, რამდენჯერმე ნახა, მერე ომიც დაიწყო, ახალგაზრდა ბაბუა გმირულად დაეცა ცხინვალში.

მზევინარ შეყილაშვილი, მეუღლე: "ბოლოს რომ დამირეკა, მითხრა: "ნუ გეშინიათ, ყველაფერი კარგად იქნებაო." თავს მიხედე-მეთქი. ბოლოს 8 აგვისტოს დილით ველაპარაკე, მას მერე სულ ვრეკავდი, გადიოდა, მაგრამ არ მპასუხობდა. მეორე დღეს გავიგე, სამხედრო კომისარიატს რომ ვეძებდი, მითხრეს, რომ დაჭრილები გამოჰყავდაო, ამბობდა: "აქ ხომ არ დავტოვებთო" და შესულა. ცხინვალში, ნაძვნართან, დაჭრილების გამოყვანისას დაიღუპა ჩემი მეუღლე. კასეტური ბომბი ჩამოვარდა და იქვე გარდაიცვალა..." ("პრაიმტაიმი", "გმირები")

უფროსი სერჟანტი ზურაბ ნაჭყებია სიკვდილის შემდეგ დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლის სახელობის პირველი ხარისხის ორდენით. ბათუმში, კახაბრის დასახლებაში მისი სახელის მატარებელია ერთ-ერთი ქუჩა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100