სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

საქართველოში კორონავირუსი კიდევ 469 ადამიანს დაუდასტურდა

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსი კიდევ 469 ადამიანს დაუდასტურდა, 1 792 კი გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 6 122 კვლევა ტესტით, მათ შორის 2 697 კვლევა ანტიგენის ტესტით და 3 425 PCR ტესტით

საქართველოში კორონავირუსის 249 934 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 236 922. გარდაიცვალა 2 987 პაციენტი.

კარანტინის რეჟიმშია 472, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ რჩება 3 656. კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 563 მოქალაქე.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100