სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

დავით ნარმანიას მიმართვა ნიკა მელიას

დავით ნარმანიას მიმართვა ნაციონალური მოძრაობისთბილისის მერობის კანდიდატს
ბატონ ნიკანორ მელიას

ცესკო-ს მიერ არჩევნების მეორე ტურის 12 ივლისს დანიშვნამ პროცესები დააჩქარა და გარკვეული კორექტივები შეიტანა საარჩევნო სუბიექტების წინასაარჩვენო გეგმებში.

საარჩევნო პოლიტიკურ ბრძოლაში დებატების ცივილიზებული ფორმების გამოყენება იმ ახალი პოლიტიკური კულტურის შემადგენელი ნაწილია, რომლისკენაც მთელი ქართული პოლიტიკური სპექტრი უნდა ისწრაფოდეს.

საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებისა და დიპლომატიური კორპუსის მიერ 15 ივნისის თვითმმართველობის არჩევნების მაღალ დონეზე შეფასების შემდეგ, საქართველოში მოქმედი საერთაშორისო ორგანიზაციები მზად არიან ჩაერთონ ჩვენი ინიციატივის განხორციელებაში არჩევნების მეორე ტურში გასული კანდიდატების დებატებში გამოწვევასთან დაკავშირებით.

სწორედ საერთაშორისო მიუკერძოებელი ორგანიზაცია გაუწევს ორგანიზებას პოლიტიკურ დებატებს, რომელშიც, ჩვენი გამოწვევითა და კონკურენტი მხარის დასტურით, თბილისის მერობის კანდიდატები დავით ნარმანია და ნიკანორ მელია დაუპირისპირდებიან.

დებატებში მონაწილეობას მიიღებს ყველა ნაციონალური მაუწყებელი, თითოულ მათგანს მიეცემა საშუალება, გამოყოფილ დროში დაუსვას კითხვები ორივე კანდიდატს, მიიღოს მათგან ამომწურავი პასუხები და დებატები გადასცეს პირდაპირ ეთერში.

გამომდინარე იქიდან, რომ არჩევნებამდე ერთი კვირა რჩება, მოგმართავთ, დაგვიდასტუროთ ზემოაღნიშნული ფორმატით გამართულ დებატებში მონაწილეობის სურვილი და თანხმობა დროულად გვაცნობოთ წერილობით, რათა საერთაშორისო ორგანიზაციამ დაიწყოს დებატების მოსამზადებელი ტექნიკური სამუშაოები.

კოალიცია „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატი - დავით ნარმანია

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100