მადრიდის „რეალმა“ ესპანეთის სუპერთასი მოიგო
ესპანეთის სუპერთასის ფინალში, „ბარსელონამ“ „რეალის“ დაძლევა ვერ შეძლო. შედეგად კი სუპერთასის გამარჯვებული მადრიდის „რეალი“ გახდა. გუნდმა გამარჯვების მოპოვება ანგარიშით 2:1 შეძლო.
კატალონიელებმა შინ „რეალს“ ანგარიშით 3:2 მოუგეს. მიუხედავად ამისა, ფინალში მათ პირველობის შენარჩუნება ვერ შეძლეს.
თამაშის დაწყებიდან მეათე წუთზე, მეკარე ვალდესის სერიოზული შეცდომის გამო, ანგარიში იგუაინმა გახსნა. ამას კრიშტიანუ რონალდუს მეორე გოლი მოჰყვა. ამ უკანასკნელმა პიკე მოატყუა და შედეგად ანგარიში ორი ბურთის სხვაობით გაზარდა.
აუცილებელია აღინიშნოს, რომ 27–ე წუთზე რონალდუს აქტიურობას ბარსელონას რიგებიდან ადრიანოს გაძევება მოჰყვა. მიუხედავად ამისა, ბარსელონამ შესვენებამდე ანგარიშის მინიმუმადე შემცირება შეძლო. მესიმ კასილასის კარი დალაშქრა და ანგარიშით 2:1 დაასრულა პირველი ნახევარი.
მატჩი 2:1 რეალის სასარგებლოდ დასრულდა. მადრიდელებმა სუპერთასის მოგება შეძლეს.
კომენტარი