სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ზვიადაური, ბინა ვაკეში და... "ოცნება"

ოლიგარქი ადამიანებით ვაჭრობას განაგრძობს. ბოლო ობიექტი, რომელიც მან იყიდა, ოლიმპიური ჩემპიონი გახლდათ. ზვიად ზვიადაური, უეცრად „მეოცნებეებში“ გადაბარგდა.

ზვიადაურს, მისი "ოცნებების" შესახებ საუბარი არ სურს, მეორე ოლიმპიურმა ჩემპიონმა, გიორგი ასანიძემ კი, რამდენიმე დღის წინ „პრესა.ჯი“-ს განუცხადა: „არ შემიძლია მის ტვინში ჩავიხედო და მისი გადაწყვეტილების მიზეზი ავხსნა, მაგრამ ამის საბაბი მას ნამდვილად არ ჰქონია.

ალბათ, მან ეს გადაწყვეტილება პიროვნულად მიიღო, თუმცა, თუ ადამიანი ბოღმაზე დაფუძნებულ გადაწყვეტილებას ღებულობს, ეს ჩემთვისაც, მისთვისაც და სხვისთვისაც ძალიან ცუდია.

რაც შეეხება პოლიტიკოსობას, მას რთული ბარიერების გადალახვა მოუწევს, გამომდინარე იქედან, რომ პოლიტიკას დამკვიდრება სჭირდება. მე დავმკვიდრდი, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ აქტიური პოლიტიკოსი ვარ. საბოლოო ჯამში, ყველაზე კარგი პოლიტიკოსობა - ქვეყნის სიყვარულია. არც ასანიძეს და არც ზვიადაურს, სახელმწიფოს წინააღმდეგ წასვლა არ ეკადრება“.

რატომ წავიდა ზვიადაური მეგობრისთვის მოულოდნელადაც კი, ამ ნაბიჯზე? პასუხი ბანალურია. ბიძინას აქვს ის, რაც ჯოჯოხეთს ანათებს. ზვიადაური, ზაზა რაზიკაშვილთან ერთად სამშენებლო კომპანია „ოლიმპიური ვარსკვლავის“ წარმომადგენელი გახლდათ.

როგორც ცნობილია, რაზიკაშვილი მას „ოლიმპიური ვარსკვლავის“ კომპლექსში საცხოვრებელ ფართს დაპირდა, სანაცვლოდ იგი ამ კომპანიის სახე უნდა ყოფილიყო.

ზვიადაური ერთხელ მაშინ შეცდა, როცა მისი სახელის გამოყენების უფლება, საქვეყნოდ ცნობილ აფერისტს მისცა. რაზიკაშვილმა ჩვეული სქემით, უამრავი ადამიანი გადააგდო და ოლიმპიური ვარსკვლავი დარჩა სადღაც „ოლიმპოზე“ გამოკიდებული.

ზვიადაური ახლაც იგივე შეცდომას უშვებს, თუმცა, რაზიკაშვილისაგან ვერაფერი მიიღო, ივანიშვილს კი ვაკეში ბინას გამორჩება მაინც. ოლიგაქრი „ოცნებაში“ გადასვლის სანაცვლოდ ჩემპიონს რაზიკაშვილისაგან მიღებული ზარალის ანაზღაურებას სთავაზობს.

ზვიადაურიც თანხმდება. პირველ შემთხვევაში, ჩემპიონი თაღლითის მახეში გაება, მეორე შემთხვევაში ადამიანებით მოვაჭრეს მიეყიდა. საინტერესოა, რა გაუჭირდა ზვიადაურს ასეთი? მითუმეტეს მაშინ, როცა ის და პოლიტიკა ისევე განსხვავდებიან ერთმანეთისგან, როგორც ვირი და კრიალოსანი...

წყარო

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100