დაკავება "ბიოს" შეძენა-შენახვისთვის
სამართალდამცველებმა, ე.წ. ბიოს უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, თბილისში 34 წლის მამაკაცი დააკავეს.
დაკავებულის პირადი ჩხრეკისას 2 შეკვრად დაფასოებული 8,3 გრ ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს, რაც ექსპერტიზის დასკვნით, ახალ ფსიქოაქტიურ ნივთიერებათა კანაბინომიმეტურად მოქმედ ქიმიურ ნაერთთა კლასს მიეკუთვნება.
გამოძიება ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს.
კომენტარი