მედიკოსების აქცია სახელმწიფო კანცელარიასთან
რეფერალური ჰოსპიტალის მედპერსონალის საპროტესტო აქცია კლინიკის ეზოში სახელფასო დავალიანების სრულად დაფარვის მოთხოვნით დაიწყო. შემდეგ საპროტესტო აქციამ მთავრობის კანცელარიასთან გადაინაცვლა.
აქციის მონაწილეები პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილს სთხოვენ ჰოსპიტალში არსებული ვითარებით დაინტერესდეს და კერძო საკუთრებაში არსებული კლინიკა კვლავ სახელმწიფოს დაუბრუნდეს.
რეფერალური ჰოსპიტალი 2012-ის თანამშრომლებმა რამდენიმე ინსტანცია მოიარეს და განცხადებები თავდაცვის და იუსტიციის სამინისტროებში შეიტანეს.
მედპერსონალი დილიდან გაიფიცა. გაფიცულები კლინიკის გენერალურ დირექტორს უყურადღებობაში ადანაშაულებენ. გენერალურ დირექტორ ჯუმბერ ბოლღაშვილის თქმით კი, ის ისეთივე მდგომარეობაშია, როგორც სხვა თანამშრომლები და მასაც აქვს სახელფასო დავალიანება.
კომენტარი