ასე ეხმაურება საქართველოს საპატრიარქოში მიმდინარე პროცესებს მიხეილ სააკაშვილი
საქართველოს საპატრიარქოში მიმდინარე პროცესებს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ეხმაურება.
სააკაშვილი თვლის, რომ ეკლესიაში განვითარებული მოვლენები ივანიშვილის ძალმომრეობის პოლიტიკის შედეგია:
"ეკლესიაში განვითარებულ მოვლენებზე - ეს არის ივანიშვილის ძალმომრეობის პოლიტიკის შედეგი. მან ფეხ ქვეშ გათელა რწმენაც, ღირებულებებიც, ეკლესიაც, სახელმწიფო და სახელმწიფო ინსტიტუტებიც. ქვეყანაში დაამკვიდრა ქაოსი, არეულობა, შუღლი და დაპირისპირება და რუსული გავლენები.
ამიტომ სახელმწოფოებრივი ამოცანაა ოლიგარქის ჩამოცილება ხელისუფლებისაგან, რათა ქვეყანას მიეცეს ამოსუნთქვის და სწრაფი განვითარების საშუალება"- წერს სააკაშვილი.
კომენტარი