სომხეთის პრეზიდენტმა სააკაშვილთან და ალიევთან შეხვედრაზე უარი თქვა
სომხეთის პრეზიდენტმა სერჟ სარქისიანმა ვარშავაში ქართველ და აზერბაიჯანელ კოლეგებთან მიხეილ სააკაშვილთან და ილჰამ ალიევთან შეხვედრაზე უარი განაცხადა.
ამის შესახებ აზერბაიჯანულ გამოცემა ANS"-თან საუბრისას აზერბაიჯანის პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა ნოვრუზ მამედოვმა განაცხადა.
"ევროკავშირის ინიციატივით, საქართველოს, აზერბაიჯანისა და სომხეთის პრეზიდენტების შეხვედრა უნდა გამართულიყო. ჩვენ ამას დავთანხმდით, თუმცა სამწუხაროდ, სომხეთმა აზერბაიჯანის თითქოსდა დესტრუქციული პოზიციის შესახებ შეხვედრაზე უარი საქვეყნოდ განაცხადა. სომხეთი, ერთის მხრივ, უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩნდა, ხოლო მეორეს მხრივ, სამიტის სრულფასოვნად ჩატარებას შეუშალა ხელი", - განაცხადა მამედოვმა.
კომენტარი