მეუღლის განზრახ მკვლელობაში ბრადებულს სასამართლომ 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
თბილისის საქალაქო სასამართლომ
გაიზიარა პროკურატურის
მიერ წარდგენილი
მტკიცებულებები და
სარდიონ ღვინიაშვილი
დამნაშავედ სცნო
მეუღლის ნ.ს.-ს
განზრახ მკვლელობაში,
საქართველოს სისხლის
სამართლის კოდექსის
11'-108 -ე მუხლით.
პროკურატურის
ინფორმაციით,
სასამართლო
პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით
დადასტურდა,
რომ 2016 წლის 13 აპრილს, დაახლოებით
15:45 საათზე,
თბილისში,
ელდარის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე, სარდიონ ღვინიაშვილმა ეჭვიანობის ნიადაგზე, შურისძიების მოტივით, განზრახ მოკვლის მიზნით, მეუღლეს ნ. ს.-ს დანით ყელს არეში მიაყენა ჭრილობა. მიღებული ჭრილობის შედეგად ნ.ს. შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა
სარდიონ ღვინიაშვილი შემთხვევის ადგილზე დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის
11'-108-ე
მუხლით (ოჯახური ძალადობით ჩადენილი განზრახ მკვლელობა) წარედგინა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ სარდიონ ღვინიაშვილი დამნაშავედ სცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 10 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.
კომენტარი