ქალი, რომელიც ახალგაზრდობიდან შავებს ატარებს!
ეფროსინე კობიაშვილი საქველმოქმედო ფონდის „სოციალური პარტნიორობის“ ბენეფიციარია. მან თავის თავზე გამოსცადა ცხოვრების ყველა გასაჭირი.
ყაზბეგში დაიბადა, მრავალშვილიან ოჯახში. პატარაობიდან დაიწყო მუშაობა. პარსავდა ცხვარს, ძაფს ართავდა შემდეგ კი წინდებს დ ათბილ ტანსაცმელს ქსოვდა. 12 წლისამ საქორწილო კაბა შეუკერა და დაუქარგა ნათესავ გოგონას.
მშობლებს უნდოდათ, ეფროსინეს უმაღლესი განათლება მიეღო, ამიტომ სკოლის დასრულების შემდეგ დედაქალაქში ჩამოვიდა სწავლის გასაგრძელებლად. მომავალი მეუღლეც თბილისში გაიცნო, ლამაზი ქართული ოჯახი შექმნეს. ორი ვაჟი შეეძინათ.
სამწუხაროდ, მათი ბედნიერება ხანმოკლე აღმოჩნდა. მეუღლე მძიმე ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა და ეფროსინე ორ მცირეწლოვან ბავშვთან ერთად მარტო დარჩა. ახალგაზრდა გოგონასთვის ეს ძალიან მძიმე დარტყმა აღმოჩნდა. მეორედ ოჯახის შექმნაზე არც კი უფიქრია. შემდეგი დარტყმა მშობლების გარდაცვალებით განიცადა, შემდეგ ქმრის მშობლებიც გარდაიცვალნენ, რომლებიც, მარტო დარჩენილ ქვრივრ ძალს თავს ევლებოდნენ და საკუთარი შვილივით უყვარდათ.
ეფროსინეს მას შემდეგ შავი კაბა არ გაუხდია.
იმ დროს იგი ვერც კი წარმოიდგენდა, რომ ყველაზე საშინელი ტრაგედია წინ ელოდა. მისი უმცროსი ვაჟი, 24 წლის ასაკში უბედურმა შემთხვევამ იმსხვერპლა და საშინელი ტანჯვით დედის ხელში დალია სული... რამოდენიმე წლის წინ, კი მის უფროს შვილს, სახლის წინ ავტობუსის გაჩერებაზე მანქანა დაეჯახა და ძლივს გადაურჩა სიკვდილს...
გაუთავებელმა სტრესებმა და ნერვიულობამ, ქალბატონ ეფროსინეს ჯანმრთელობაც შეარყია. გაურთულდა გულის დაავადებები, თვალთ დააკლდა და სახსრებიც ძალიან აწუხებს.
მის პატარა ოთახში ცივა და ნესტია. დენის გამათბობელს ვერ რთავს, შეშის ღუმელის დანთება კი მისთვის დიდ პრობლემას წარმოადგენს. მთელი პენსია წამლებში იხარჯება, რომლებიც მისთვის და ერთადერთი შვილისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია...
83 წლისაა, მაგრამ პროდუქტი და წამლები რომ შეიძინოს, ეფროსინე თოჯინებისთვის კაბებს კერავს, პატარებისთვის კი წინდებ სქსოვს...
„სოციალური პარტნიორობა“ აცხადებს საქველმოქმედო აქციას ქალბატონი ეფროსინეს დასახმარებლად. თუ გაქვთ საშუალება, ფინანსური დახმარება აღმოუჩინოთ მას თანხა შეგიძლიათ ჩარიცხოთ ფონდის ანგარიშზე GE15TB7194336080100003 ან GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: ეფროსინე კობიაშვილი) ან პირდაპირ ვებ-გვერდიდან https://fsp.ge/ge/donate/126/
თქვენი ნებისმიერი სახის დახმარება ქალბატონ ეფროსინეს ცხოვრებას შეუმსუბუქებს!
კომენტარი