სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"13 ივნისის ტრაგედიიდან 3 დღეში, საკრებულოს დეპუტატებმა ირაღის ტარების უფლება მოითხოვეს"

"16 ივნისს, თბილისის საკრებულოს „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა კანონპროექტი შეიმუშავეს, რომლის თანახმადაც მათ იარაღის ტარების უფლება უნდა მიეცეთ. ინიციატორი პარლამენტის ვიცე-სპიკერ მანანა კობახიძის ძმა, საკრებულოს იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე თედო კობახიძეა.

აღნიშნული ინფორმაცია დღეს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა ნიკა მელიამ გაასაჯაროა.

„მაშინ, როდესაც თბილისში სტიქია მძვინვარებს, 10-მდე ადამიანის ცხედარი ჯერ კიდევ არაა ნაპოვნი, 19 ადამიანი დაიღუპა, უსაფრთხოებიდან გამომდინარე მშობლები ბავშვებს გარეთ ვერ უშვებენ და მტაცებელი ცხოველები ადამიანებზე ნადირობე, ასეთ დროს აღმოჩნდა, რომ 2 დღის წინ საკრებულოში საკრებულოს „ქართული ოცნების“ შემადგენლობა დასხდა, საკუთარ უსაფრთხოებაზე იზრუნა და იარაღის ტარების უფლება მოითხოვეს.

ამის ინიციატორი, პარლამენტის ვიცე-სპიკერ მანანა კობახიძის ძმა საკრებულოს იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე გახლავთ. ამ კანონის ინიცირება პარლამენტში მანანა კობახიძეს უნდა მოეხდინა.

ამ დრომდე მეგონა, რომ არაკოორდინირებულობა და არაპროფესიონალიზმი იყო „ქართული ოცნების“ მთავარი პრობლემა ამ დღეებში, თუმცა დავრწმუნდი, რომ მათი მთავარი პრობლემა გულგრილობა და მხოლოდ საკუთარ კეთილდღეობაზე ზრუნვაა.

ესაა უპასუხისმგებლობა და წარმოუდგენელი თავხედობა. ია, რაც 16 ივნისს „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა იკადრეს, თბილისელებზე სილის გაწნაა“, - განცხადა ნიკა მელიამ.

ნაციონალური მოძრაობა

P.S: მზად ვართ სრულად გამოვაქვეყნოთ ქართული ოცნების ან მისი ცალკეული წარმომადგენლების განმარტება, ამავე საკითხზე.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100