სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ცხინვალს დღეს რუსეთის ფედერაციის საბჭოს დელეგაცია ეწვევა

ცხინვალს დღეს რუსეთის ფედერაციის საბჭოს დელეგაცია ეწვევა . ამის შესახებ სააგენტო "რესს" ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პარლამენტის ვიცე-სპიკერმა იური ძიცოითიმ განუცხადა.
დელეგაციას ფედერაციის საბჭოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ევგენი სერებრენნიკოვი უხელმძღვანელებს.
"რუსეთის დელეგაციის წევრებთან შეხვედრა პარლამენტში 30 სექტემბერს გაიმართება. დღის წესრიგში ორი საკითხი გვაქვს, რომელთაგან ერთ-ერთი საპრეზიდენტო არჩევნების წინ სამხრეთ ოსეთში საზოგადოებრივ-პოლიტიკური სიტუაციის განხილვაა", - განაცხადა ძიცოითიმ.
მისივე თქმით, ასევე, გაიმართება შეხვედრა არაოფიციალურ ვითარებაში.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100