სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

თიბისი ბანკის ახალი ინიციატივა

- ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამა „7 ნაბიჯი წარმატებისაკენ!“

თიბისი ბანკმა საზოგადოებას ახალი პროექტი - ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამა „7 ნაბიჯი წარმატებისაკენ!“ წარუდგინა. ეს არის თიბისი ბანკის უნიკალური პროექტი, რომლის მიზანია საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების ხელშეწყობა.

პროგრამა შედგება 7 სხვადასხვა კომპონენტისგან, რომელთაგან თითოეული ემსახურება მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერას და გულისხმობს სხვადასხვა არაფინანსური და ტექნოლოგიური სერვისების შეთავაზებას კომპანიებისათვის.

თიბისი ბანკის გენერალური დირექტორის, ვახტანგ ბუცხრიკიძის თქმით, „მცირე და საშუალო ბიზნეს სექტორს საქართველოში განვითარების დიდი პერსპექტივა და შესაძლებლობები აქვს. ბიზნეს-სექტორში ქვეყნის მაშტაბით 500,000-მდე ადამიანია დასაქმებული, აქედან მნიშვნელოვანი წილი სწორედ მცირე და საშუალო ბიზნესზე მოდის. მცირე და საშუალო ბიზნესი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა თიბისი ბანკისთვისაც. ბანკი ამ ეტაპზე ემსახურება 43 000-მდე იურიდიული პირს, რომელთაც ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ. მცირე და საშუალო ბიზნესის გაძლიერება, ამ პროექტის ფარგლებში, ბანკის ერთ-ერთი პრიორიტეტია.“

ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამის კომპონენტებია:

1. უფასო ტრენინგები მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებისათვის

2. საგანმანათლებლო ვებ-პლატფორმა, რომელიც მოიცავს სხვადასხვა საინფორმაციო რესურსებს მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენ-ლებისათვის

3. თემატური კონფერენციები, რომელიც იძლევა გამოცდილების გაზიარე-ბისა და კომუნიკაციის გააქტიურების საშუალებას

4. უფასო კონსულტაციები სხვადახვა დარგის სპეციალისტებისათვის

5. ინტერნეტ ბანკი იურიდიული პირებისათვის

6. მობაილ ბანკი იურიდიული პირებისათვის

7. სმს სერვისი იურიდიული პირებისათვის

პროგრამის შვიდივე კომპონენტი 2013 წლის ბოლომდე განხორციელდება. პირველი კომპონენტის, უფასო ტრენინგების ორგანიზებას თიბისი ბანკი აზიის განვითარების ბანკის (ADB) მხარდაჭერით ახორციელებს.

ამ ეტაპზე ტრენინგები ტარდება სამი მიმართულებით: ფინანსები, მარკეტინგი და ადამიანური რესურსების მართვა, უახლოეს მომავალში ამ მიმართულებებს დაემატება სხვა თემებიც. ტრეინინგებს გაუძღვებიან სხვადასხვა დარგის პროფესიონალი, უმაღლესი დონის ტრენერები.

ტრეინიგზე დასწრება შეუძლიათ მხოლოდ თიბისი ბანკის კლიენტ კომპანიებს, კერძოდ კომპანიაში გადაწყვეტილების მიმღებ პირებს:დამფუძნებლებს, დირექტორებს, მენეჯერებს.

ტრენინგზე დასწრების მსურველები უნდა დარეგისტრირდნენ თიბისი ბანკის სატელეფონო ცენტრის საშუალებით ან მიმართონ ბანკს შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: [email protected]

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100