"როცა შიმშილობა დაიწყო, ალბათ არ ჭამდა და ახლა ვეღარ ჭამს" - თენგიზ წულაძე მიხეილ სააკაშვილზე
ადვოკატის კითხვაზე, არ ჭამს, თუ ვერ ჭამს, ექიმი ნევროლოგი თენგიზ წულაძე ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილი ვერ ჭამს, რადგან ანორექსია და კახექსია იწვევს როგორც გულისრევას, ისე უმადობას. მისივე თქმით, ამ პროცესის მართვა პაციენტის მხრიდან ძალიან რთულია და მკურნალობის რთული პროტოკოლი აქვს:
"თავიდან როცა შიმშილობა დაიწყო, ალბათ არ ჭამდა და ახლა ვეღარ ჭამს. ანორექსია და კახექსია იწვევს გულისრევას და მადის დაქვეითებას. თან ეს არ არის პაციენტის მართვადი, ასე ადვილად ვერ მართავს ამ ამბავს, მას თავისი პროტოკოლი აქვს მკურნალობის საკმაოდ რთული. " ამბობს თენგიზ წულაძე.
თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის სასჯელისგან გათავისუფლების, ან გადავადების შუამდგომლობაზე მსჯელობენ. სასამართლოს ჩვენებას ომბუდსმენის კონსილიუმის წევრი ექიმი თენგიზ წულაძე აძლევს.
კომენტარი